პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიშარლატანებით გაავსეს საქართველო და თვითონაც შარლატანები არიან, როცა...

შარლატანებით გაავსეს საქართველო და თვითონაც შარლატანები არიან, როცა ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან და ხალხი ღარიბდება – გიორგი ვაშაძე

არ ვიცი, რატომ ჰქონდა კონტაქტი მას შარლატანებთან და „ქართული ოცნება“ ყოველთვის შარლატანებს რატომ ირჩევს საკონტაქტოდ და სამუშაოდ?!“ – ასე ეხმიანება პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას შარლატანებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქართველო შარლატანებით გაავსეს, შარლატანებს აძლევენ სახელმწიფო ბიუჯეტს არა მხოლოდ სწრაფი ტესტების კუთხით, არამედ სხვა პროექტების მიმართულებითაც:

პირველი, რომ ეს რაღაც ჯინიანობა, რომელიც მას ახასიათებს, კიდევ ერთხელ მიუთითებს ძალიან დაბალ კაპაციტეტს, ძალიან დაბალ განათლებას და ცოდნას და ძალაინ დაბალ უნარებს, ზოგადად კრიზისული სიტუაციების მართვის კუთხით.

მე არ ვიცი, რატომ ჰქონდა კონტაქტი მას შარლატანებთან და „ქართული ოცნება“ ყოველთვის შარლატანებს რატომ ირჩევს საკონტაქტოდ და სამუშაოდ?! და ასევე ტესტებთან დაკავშირებითაც ამას გვეუბნებიან, ეს მათი პრობლემაა მიხვდით? რომ საუკეთესო კომპანიებთან კი არ უნდათ თანამშრომლობა, ყოველთვის ეძებენ მართლაც ისეთ შარლატანებს, რომლებსაც მხოლოდ ფულის კეთება უნდათ ხალხის ხარჯზე,

დიახ, შარლატანებით გაავსეს საქართველო და შარლატანებს აძლევენ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებს, არა მარტო ტესტირების კუთხით, არამედ მაგალითად სახელმწიფო პროექტების კუთხით, მაგალითად აუდიტის კომისის დასკვა ვნახეთ, რომ ფული გადმოირიცხა, კრედიტი გვაქვს აღებული და სამუშაოების შესრულება ნოლის ტოლია. აი ასეთ შარლატანებთან არიან გარიგებაში და მართლაც თვითონაც შარლატანები არიან როცა ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან და ხალხი ღარიბდება,“ – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ “სწრაფი ტესტის ეფექტურობის თუ მათი შეძენის მხრივ მსოფლიოში უამრავი შარლატანი გამოჩნდა, რომლებიც ტესტირებას სთავაზობდა მთავრობას, სამინისტროების, დეპუტატებისა თუ ცალკეული ბიზნესმენების დონეზე“. კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა მთავრობის მეთაური გიორგი ვაშაძეს, ოპოზიციონერი ლიდერი განმარტავს, რომ მას ვერ იგულისხმებდა გამომდინარე იქიდან, რომ არც ტესტების შემოტანა დაუპირებია ქვეყანაში და არც ეს ფუნქცია ჰქონია. გიორგი ვაშაძეს ჰქონდა მხოლოდ რეკომენდაცია, რომელსაც შემდეგ უკვე მედიკოსებიც ადასტურებდნენ:

მე ვერ მიგულისხმებდა ვერცერთ შემთხვევაში, იმიტომ, რომ მე არც ტესტების შემოტანა დამიპირებია ქვეყანაში და მე ეს ფუნქცია არ მაქვს. მე უბრალოდ შემიძლია რეკომენდაცია გავცე და ეს ექიმებმაც თქვეს, რომ აუცილებელი იყო და დღესაც აუცილებელია ტესტები.

ყოველდღე გამოდიან და ამბობენ რამდენი ტესტი ჩაატარეს, დიახ, საჭიროა და იმიტომ ატარებენ და დიახ, დააგვიანეს ტესტირება ქვეყანაში, თორემ გაცილებით ადრე მოვხსნიდით ყველა შეზღუდვას, რომელიც დღეს გვაქვს და გაცილებით მალე ავამუშავებდით ეკონომიკას ქვეყანაში, რომელიც დღესაც გაჩერებულია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

“საქართველოს სჭირდება არა ჩვენი შიდა დაპირისპირება, არამედ ძალა, რომელიც გაიმარჯვებს” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციურ პარტიებს კონკრეტული...

“ლაშა ცანავა არასოდეს დამიტოვებია ბრძოლის ველზე, ისევე როგორც მას არ დავუტივებივარ არასდროს” – ლევან...

თანაგუნდელის, თანამებრძოლის, ლაშა ცანავას დაკავების ფაქტს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...