spot_img
მთავარიეს საინტერესოა"ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა" - ჯანდაცვის...

“ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა” – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო რეფერენტულ ფასებს აქტიური რეგისტრაციის სტატუსის მქონე კიდევ 700-ამდე მედიკამენტზე განსაზღვრავს:

პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო რეფერენტულ ფასებს აქტიური რეგისტრაციის სტატუსის მქონე კიდევ 700-ამდე მედიკამენტზე განსაზღვრავს. ეს 2023 წელს დაწყებული რეფორმის მომდევნო ეტაპია და ამჯერად საუბარია ანთების საწინააღმდეგო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვისთვის საჭირო და სხვა – ხშირად მოხმარებად პრეპარატებზე. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და მისი მიზანი მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და დაგეგმილი ცვლილებები წარუდგინა. ფარმაცევტული კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლებს სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა – ლელა სულაბერიძემ გააცნო. სექტორის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, დაახლოებით – ორი კვირის ვადაში, ჯანდაცვის სამინისტროში საკუთარი მოსაზრებები წარადგინონ, უწყება კი, გადაწყვეტილების მიღებისას, მათ მოსაზრებებს მხედველობაში მიიღებს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ახალ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედება, წინა ეტაპების მსგავსად, მნიშვნელოვნად გააიაფებს პროდუქციას, მოქალაქეებისთვის კი გაზრდის ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით – ხშირად მოხმარებად პრეპარატებზე. ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პროცესი გაგრძელდება და ღირებულების მაქსიმალური ზედა ზღვარი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება.

რეფერენტული ფასების რეფორმით სახელმწიფომ მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალა. რეფერენტული ფასი უკვე განსაზღვრულია 7500-ზე მეტ მედიკამენტზე. შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ გინდა საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ისტორიის მნიშვნელობაზე...

ანა დოლიძე: “ეს კვირა უმძიმესი იყო ივანიშვილის მთავრობისთვის”

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს და...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ყველას გავუხსენი გზა წარმატებისკენ”

ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიის მიმოხილვას ახდენს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...