spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედულია მისი...

“ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედულია მისი ლიდერები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას, პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს და ოპოზიციას ბრძოლისკენ მოუწოდებს:

მოდით ნუ ვიკამათებთ – ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედულია მისი ლიდერები. ამისი ნათელი მაგალითი იყო ვარდების და აჭარის რევოლუციები და განსაკუთრებით 2008 წელი. მაშინ, რომ ტერიტორიების გასხვისებაზე მომეწერა ხელი, რასაც მოკვლის პირდაპირი მუქარით მაიძულებდნენ, ან ქვეყანა დამეტოვებინა, როგორც მირჩევდნენ, ჩვენი ხალხი და სახელმწიფო ჩამოიშლებოდა და მტერი ბოლომდე გაგვანადგურებდა.

ცნობილ ფილოსოფოსს, ნასიმ თალებს აქვს თეორია, რომ ლიდერობა პირველ რიგში ნიშნავს, საკუთარი ტყავის თამაშში შეგდებას. ეს შეიძლება ნიშნავდეს, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა, ზღვის გადმოკვეთას და სიცოცხლის პირდაპირ საფრთხეში ჩაგდებას, მრავალწლიან პატიმრობას, მოწამვლას და სიკვდილთან მრავალწლიან ბრძოლას, შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან განშორებას, ყველა მატერიალური დოვლათის დაკარგვას.

მე არ ვამბობ, რომ სხვა პოლიტიკოსები იმავეს არ აკეთებენ, აკეთებენ და ეს ძალიან დასაფასებელია, მაგრამ რადგან ერთხელ გადაწყვიტე კლეპტოკრატიულ დაუნდობელ დიქტატურასთან ბრძოლა, შუა გზაზე გაჩერებები და წუწუნი დამღუპველია.

როგორმე უნდა გახვიდე ბოლომდე და რაღაც მომენტში ხალხი აუცილებლად გამოგყვება. არავის ჭკუას არ ვარიგებ და მითუმეტეს ნიშანს არ ვუგებ. უბრალოდ ჩვენ საერთო ბრძოლაში ვართ და თანამებრძოლების ყოყმანი ამ საერთო საქმეს აზარალებს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს” – კახა კალაძე...

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების...

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“ირაკლის არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა” ,”შეშფოთება” და “წუხილი”…!” –...

ევროპარლამენტარებს, მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ...

“252,029  მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება” – საზოგადოება და ბანკები

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...