spot_img
მთავარიევროკავშირი"ირაკლის არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი...

“ირაკლის არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა” ,”შეშფოთება” და “წუხილი”…!” – ალექსანდრე თამაზაშვილი

ევროპარლამენტარებს, მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, შეკითხვები აქვს და ეჭვს გამოთქვამენ, თუ რამდენად იყო დაცული სამართალწარმოების დროს სამართლიანი სასამართლოს სტანდარტები, ექსპრემიერის მიმართ. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში თავისი პოზიცია დააფიქსირა და განმარტებები გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმამ, ყოფილმა დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან”, ალექსანდრე (ლექსო) თამაზაშვილმა:

ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ მორიგ ანტიქართულ ანგარიშში ირაკლის შეყვანა და მოხსენიება არის ფარისევლური, ყალბი და მიზანმიმართულად პროვოკაციული ნაბიჯი, რაც აშკარად რადიკალურ-ექსტრემისტული ოპოზიციის ლობიზმის შედეგია.

მათი ეს პრიმიტიული, მაგრამ ბინძური პროვოკაცია გათვლილია ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში, მათთვის სასარგებლო ყალბი სპეკულაციების გასაჩენად, ინტრიგის შემოსატანად და დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

ირაკლისთვის საქართველოა უპირველეს ყოვლისა! შესაბამისად, არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა” ,“შეშფოთება” და “წუხილი”…!” – წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“უცნაური სასჯელია პოეტად ყოფნა – სამყაროს, როგორც მეტაფორას ისე უყურებ” – გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“თუ გინდა საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ისტორიის მნიშვნელობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...