spot_img
მთავარიეს საინტერესოადამწყები გიდების გადამზადება გრძელდება

დამწყები გიდების გადამზადება გრძელდება

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადება გრძელდება. ამ ეტაპზე, სამთვიანი ტრენინგ-კურსის მონაწილეებს პრაქტიკული გასვლები ბათუმის განაშენიანებისა და არქიტექტურის, ძველი ბათუმის საფეხმავლო ტურის, ღირსშესანიშნაობების, ბათუმის ძველი და ახალი ბულვარის მარშრუტების მიმართულებით ჩაუტარდათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ინტენსიურ პროგრამაში 30-მდე დამწყები გიდია ჩართული. გადამზადების პროგრამის მიზანი ბათუმის ტურის გიდების მომზადება, გიდის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, კომპეტენტური, წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და გიდისთვის საჭირო უნარების გამომუშავება და განვითარებაა.

დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა მოიცავს, როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებზე და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას და პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს. სასწავლო პროგრამის ბოლოს ჩატარდება გამოცდები, რომლის განმავლობაშიც მონაწილები ჩაატარებენ პრაქტიკულ ტურებს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სპეციალურად მოწვეული ტუროპერატორებისთვის.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტრენინგებს ასევე გეგმავს ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისთვის, როგორც ბათუმის, ისე მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. მხოლოდ მაისი-ივნისის თვეში ტრენინგები ჩატარდება მიმტანებისთვის, ბარმენებისთვის, მზარეულებისა და დაცული ტერიტორიების გიდებისთვის.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

23 ივნისს თბილისის დროით 08:07-ზე საქართველოში 4.4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი...

ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის მასტერკლასები ჩატარდა

ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მასტერკლასები და პროფესიის...

გერმანელმა ფუდბლოგერმა აჭარული სამზარეულო ასიათასობით გამომწერს გააცნო

აჭარის კულინარიული შესაძლებლობების პოპულარიზაციის მიზნით რეგიონს გერმანელი ფუდბლოგერი სტუმრობდა....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...