სამშაბათი, ივნისი 17, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე, როგორც ახალგაზრდა ტექნოკრატი და ახალგაზრდა თაობის...

გიორგი ვაშაძე, როგორც ახალგაზრდა ტექნოკრატი და ახალგაზრდა თაობის პოლიტიკოსი, ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრობის იდეალური კანდიდატია – გელა ვასაძე

პოლიტოლოგმა გელა ვასაძემ სააგენტო „პარალელთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ჩაატარა დატესტვა სოციალურ ჯგუფებთან მიმართებაში და საზოგადოების უმეტემა ნაწილმა პრემიერ-მინისტრობის რეალურ კანდიდატურად ოპოზიციონერი ლიდერი გიორგი ვაშაძე დაასახელა. ექსპერტის განმარტებით გიორგი ვაშაძე არის ამ თანამდებობისთვის შესაფერისი, რადგან აქვს შესაბამისი გამოცდილება და ეს საკითხი აუცილებლად უნდა გახდეს მსჯელობის საგანი.

საკმაოდ დიდ აუდიტორიასთან მაქვს ფეისბუქზე წვდომა და ასევე სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან მიმართებაში დავტესტე, თუ რას ფიქრობენ მომავალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით. უმეტესმა ნაწილმა პრემიერ-მინისტრობის რეალურ კანდიდატად გიორგი ვაშაძე დაასახელა.

რატომ უნდა იყოს აუცილებლად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ოპოზიციიდან? – რადგან ჩვენთან ხელისუფლება არის პერსონიფიცირებული და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საინტერესო ინიციატივა და საინტერესო აზრი გააჟღერა ქალბატონმა თაკო ჩარკვიანმა და ეს აუცილებლად უნდა გახდეს მსჯელობის საგანი.

გიორგი ვაშაძე, როგორც ახალგაზრდა ტექნოკრატი და ახალგაზრდა თაობის პოლიტიკოსი, ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრობის იდეალური კანდიდატია.

სხვა კანდიდატები, რომლებსაც ასახელებენ მაგალითად დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი, მე პირადად ვხედავ უფრო სპიკერის თანამდებობაზე, ვიდრე პრემიერის.

პრემიერ-მინისტრი არის პოლიტიკურ/ტექნიკური, მენეჯერის თანამდებობა, აქედან გამომდინარე გიორგი ვაშაძეს აქვს შესაბამისი გამოცდილება, რადგან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა იყოს გამოცდილი, ინოვაციური, სიტუაციების მართვა უნდა შეეძლოს და ამ კრიტერიუმებს სწორედ გიორგი ვაშაძე აკმაყოფილებს,“ – აღნიშნავს გელა ვასაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა...

“ეს აღარ არის მხოლოდ პოლიტიკა და ვინ მოგწონს ან ვინ – არა, ეს არის...

პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით და მმართველი...

“ამაზე უფრო ბინძური სიტყვა ვიდრე “უსამშობლოა” არც კი მსმენია!!!” – თაკო ჩარკვიანი

“ქართული ოცნების” ლიდერების – მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“დიქტატორი დგას, სანამ ჩვენ ვსხედვართ. როგორც კი ვდგებით, ის ვეღარ დგას და მიდის” –...

დიქტატურის შეფასებას ახდენს "სტრატრეგია აღმაშენებლის" ერთერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...