1 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 2 მაისიდან 3 დღის განმავლობაში.
აპრილი ლარის მეტნაკლები სტაბილური კურსით დაიწყო, მცირე რყევებით, თუმცა შემდეგ სრულიად განსხვავებული კურსი/დინამიკა დაფიქსირდა ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით, ბოლო ვაჭრობებზე კი ლარი მეტნაკლებად დასტაბილურდა ახალ ნიშნულზე.
აშშ დოლართან მიმართებაში, აპრილში სახეზეა ლარის დინამიური გამყარება, თუმცა გასული კვირის დასაწყისში ერთჯერადად გაუფასურდა და ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა, შემდეგ კი ისევ გაგრძელდა გამყარება. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:
28 აპრილი – 2.6930;
29 აპრილი – 2.6925;
30 აპრილი – 2.6920;
1 მაისი – 2.6916.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0008 ლარით და 1 აშშ დოლარი 2 მაისიდან 3 დღის განმავლობაში 2.6908 ლარი ეღირება.
ეცროსთან მიმართებით, აპრილი ლარის მეტნაკლები სტაბილური კურსით დაიწყო, თუმცა 1 კვირის შემდეგ სახეზე იყო სერიოზული გაუფასურება, რაც 2 დღეში ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა და მაგრამ ბოლო 1 კვირა მაინც საგრძნობი რყევებით გამოირჩევოდა. ბოლო 5 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
28 აპრილი – 3.1627;
29 აპრილი – 3.1481;
30 აპრილი – 3.1499;
1 მაისი – 3.1500.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0093 ლარით და 2 მაისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1593 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში სახეზე იყო ლარის კურსის რყევები, ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა დღის ვაჭრობასთან შედარების ჩვენებით) სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 2 მაისიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6611 ლარი (გაუფასურდა 0.0242 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0596 ლარი (უცვლელად დარჩა);
10 უკრაინული გრივნა – 0.6126 (გაუფასურდა 0.0008 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5828 ლარი (გამყარდა 0.0005 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.2612 ლარი (გამყარდა 0.0010 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.4453 ლარი (გაუფასურდა 0.0217 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.9403 ლარი (გამყარდა 0.0019 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.8349 ლარი (გამყარდა 0.0008 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 9.1275 ლარი (გაუფასურდა 0.0502 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7185 ლარი (გაუფასურდა 0.0134 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0204 ლარი (უცვლელად დარჩა)
აპრილი, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ძირითადად ლარის გაუფასურებით დაიწყო, თუმცა შემდეგ სახეზე იყო რყევები, რაც ბოლო ვაჭრობებამდე გაგრძელდა. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
28 აპრილი – 3.5963;
29 აპრილი – 3.5900;
30 აპრილი – 3.5906;
1 მაისი – 3.5980.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0100 ლარით და 2 მაისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.5880 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

