spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იმ ადამიანებს, რომლებიც შემჩნეულები არიან მტრულ საქმიანობაში, დაკავებულები...

“იმ ადამიანებს, რომლებიც შემჩნეულები არიან მტრულ საქმიანობაში, დაკავებულები არიან მოღალატეობრივი ქმედებებით, არანაირი შანსი არ აქვთ” – კახა კალაძე ოპოზიციაზე

როდესაც შენ ხარ პოლიტიკაში და ემსახურები უცხო ქვეყანას, წარმოადგენ აგენტურას, რა თქმა უნდა, არანაირი პოლიტიკური შესაძლებლობები და შანსები არ გაქვს“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ოპოზიციური ალიანსის შანსებისა და რეგიონებში გამართული შეხვედრების შესახებ.

მერის თქმით, ქართველი ხალხი ყველაფერს სწორად აფასებს და შესაბამისად, ოპოზიციურ გაერთიანებას წარმატების არანაირი რესურსი არ გააჩნია.

მგონი ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიციას არანაირი რესურსი არ გააჩნია. ყველანაირად განულებულები არიან, რასაც აქვს თავისი ახსნა: როდესაც შენ ხარ პოლიტიკაში და ემსახურები უცხო ქვეყანას, წარმოადგენ აგენტურას, რა თქმა უნდა, არანაირი პოლიტიკური შესაძლებლობები და შანსები არ გაქვს.

ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, აფასებს არსებულ სიტუაციას, აფასებს იმას, ვინ რითია დაკავებული, ვის რა დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან მიმართებით, ვის რა ინტერესი აქვს. შესაბამისად, ყველამ კარგად ვიცით, ეს ადამიანები საიდან იმართებიან, ვინ არიან მათი პატრონები, რა მითითებებს აძლევენ.

მათ პოლიტიკურად არანაირი რესურსი და შანსი არ გააჩნიათ, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ. დიდად არ ვინტერესდები მათი აქტივობებით, თუმცა იმ ადამიანებს, რომლებიც შემჩნეულები არიან ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში, წარმოადგენენ აგენტურას, დაკავებულები არიან მოღალატეობრივი ქმედებებით, არანაირი შანსი არ აქვთ – სადაც უნდა იქ იარონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, რაც შეეხება კითხვას ალიანსში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მერი პასუხობს, რომ ბოლო წლებში არაერთი ოპოზიციური გაერთიანება ვნახეთ, რომლებიც მალევე იშლება.

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ერთ პლატფორმაზე იქნებაინ თუ დაიშლებიან – ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა გაერთიანება, რომელიც მალევე იშლებოდა.

ზოგადად, თუ შევხედავთ ამ ადამიანებს, ვინ არიან, რას წარმოადგენენ, რა წარსული აქვთ, რით ცხოვრობენ დღევანდელ დღეს, ყველამ ყველაფერი ვიცით: საიდან იმართებიან, რა არის მათი მთავარი მოტივაცია და მიზნები – ქვეყნის და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ არაფერი. მათ აქვთ თავიანთ ამოცანა, ჰყავთ თავიანთი პატრონები, იმ პატრონებს კი საქართველოსთან მიმართებით აქვთ თავიანთი კონკრეტული ინტერესი.

აგერ, რამდენიმე ხნის წინ პირდაპირ მოწოდებები იყო ომში ჩართვასთან დაკავშირებით, პირდაპირ რეზოლუციები მიიღეს სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, ეს რას მოუტანდა საქართველოს და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ქვეყანას რომ ჰყოლოდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც გარედან მართული იქნებოდა, ყველაფერს გააკეთებინებდნენ და ეს იქნებოდა დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის.

ამიტომ ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის. ამ ადამიანებს არანაირი რესურსი და შანსი არ აქვს. თავიანთ ერთობას ვერ აკონტროლებენ. გუშინ შეიკრიბნენ, გაერთიანდნენ, ერთმანეთს ვერ ენდობიან, გარედან უთხრეს, რომ ასე უნდა გააკეთოთ და ხედავთ, როგორ მთავრდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დამიჯერე… ეს ისტორია ჩვენს შორის ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ გვექნება რევანში” – ილია თოფურია...

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია მეტოქეს, ჯასტინ გეიჯის გამარჯვებას...

“ბოროტება წარმატებული მხეცის ნიშანია!” – ლაშა ბუღაძე

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მომხდარ მძიმე...

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

“ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს...