spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა..." - რომან გოცირიძე

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:

ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა. გაირკვა რომ “ლიბერთი ბანკი” “ბაზისბანკს” არ უყიდია, ის ჩინურმა სამშენებლო კომპანია “ჰუალინგმა” 250 მილიონ დოლარად შეიძინა. ეს ფული მან “თბს ბანკიდან” ისესხა.

ერთმა ბანკმა რომ იყიდოს მეორე ბანკი, რომელიც არის სპეციფიკური საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც 1,7 მილიონ ფიზიკურ პირს ემსახურება თუ სამშენებლო კომპანიამ იყიდა, ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა რამ არის. გამოდის, რომ ერთ ჩინურ სამშენებლო კომპანიას საქართველოში აქვს ორი ბანკი.

არის თუ არა ეროვნული ბანკის წინაშე აღებული ვალდებულება, რომ ეს ორი ბანკი გაერთიანდება? “თბს ბანკის” ვალი რომ ვერ დაფაროს ჰუალინგმა, “ლიბერთი ბანკი” გადავა თუ არა “თბს ბანკის” საკუთრებაში, რაც კონცენტრაციის სხვა რისკებსაც წარმოშობს? ორი ჩინური ბანკის რესურსები ხომ არ მოხმარდება ერთი სამშენებლო კომპანიის დაკრედიტებას და პენსიები და სოციალური შემწეობები ხომ არ გახდება “ჰუალინგის” დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყარო? ერთი მესაკუთრის ორი ბანკი რამდენად იქნებიან ერთმანეთთან ჯანსაღ კონკურენციაში?

არასწორად გავრცელებული ინფორმაცია, რომ “ბაზისბანკმა” იყიდა “ლიბერთი ბანკი”, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა და დამახინჯებულად აჩვენებს მოვლენის არსს.

ეროვნულმა ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი ამ გარიგების მიზანშეწონილების შესახებ. სინამდვილეში ამის ერთ-ერთი მიზეზი ხომ არ იყო სანქციების მომლოდინე რუხაძისა და კომპანიისათვის 250 მილიონი დოლარის (პლიუს დივიდენდები) გატანის ოპერაცია?” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბოროტება წარმატებული მხეცის ნიშანია!” – ლაშა ბუღაძე

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მომხდარ მძიმე...

“სისტემა ძალადობრივია მანამ, სანამ ის ძალადობას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს მიმართავს” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიაში გასულ რეპორტაჟს...

“დედა დამიბრუნეთ😣…” – ელისო კილაძის შვილი

სოციალურ ქსელში მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის შვილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

“ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს...