spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: "ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ...

კახა კალაძე: “ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ – ისინი იმ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები არიან, რომელსაც “ნაცმოძრაობა” წარმოადგენდა”

ეს ადამიანები წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და თუ რაიმე უბედურება შეიძლებოდა ქართველს დამართნოდა, ყველაფერი დამართეს ხალხს“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის ინიციატივას, რომ საყოველთაო კარდაკარის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ.

როგორც თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორც წლების წინ, ახლაც გარე ძალებისგან იმართებიან, რასაც მოსახლეობის ნაწილი კარგად ხედავს.

ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ, ვისთან უნდა მივიდნენ, რაზე უნდა ისაუბრონ. დღეს, ქვეყანაში ინფორმაციის მიღება სხვადასხვა საკითხზე თავისუფლად არის შესაძლებელი. მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის, ვინ რას საქმიანობს, რა არის მათი მთავარი მოტივაცია საქართველოსთან მიმართებაში.

ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და თუ რაიმე უბედურება შეიძლებოდა ქართველს დამართნოდა, ყველაფერი დამართეს ხალხს. მათ ყველაფერი იკადრეს. შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ, რაც უნდა ცალკე პარტიები შექმნან და ახალი სახელები დაირქვან.

ყველანი იმ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები არიან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა და გარე ძალებისგან იმართებოდა. სამწუხაროდ, ეს პროცესები დღესაც გრძელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას, დედაქალაქის მერის თქმით: „26 მაისი არის ეროვნული დღესასწაული – ქვეყნის დამოუკიდებლობის თარიღი. ცდილობენ, რომ ეს დღე თავიანთი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ვინ არიან ეს ადამიანები, რას ემსახურებიან, ვისგან იმართებიან და იღებენ დავალებებს. მათ ქვეყანასთან დაკავშირებული არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ. საერთოდ არ აინტერესებთ სამშობლოს ცნება და ქვეყნის სიყვარული. მათ აქვთ კონკრეტული დავალება, მისია და ამ მითითებებს მიყვებიან“.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამოსაყრელები არიან ეს მუქთახორები, მაგათი უფროსის ხელმძღვანელობით. რაში იღებენ ხელფასს?!” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "აწარმოე საქართველო"-ს მიერ დაანონსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...