spot_img
მთავარიექსკლუზივიგიორგი ვაშაძეს აქვს ახალგაზრდული ენერგია, პროფესიონალიზმი, კავშირები, თანამედროვე...

გიორგი ვაშაძეს აქვს ახალგაზრდული ენერგია, პროფესიონალიზმი, კავშირები, თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა და ხედვა, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა მძიმე მდგომარეობიდან – გიორგი რუხაძე

საერთაშორისო ურთიერთობებსა და ევროპულ პოლიტიკაში ექსპერტი გიორგი რუხაძე სააგენტო „პარალელთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს პროფესიონალი, ენერგიული და უნდა ჰქონდეს ნათელი ხედვა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს შელახული რეპუტაცია აღადგინოს, ასევე მოახდინოს გარღვევა  ევროატლანტიკურ სივრცეში, რომელიც დღეს საქართველოში ძალიან დაბალ ნიშნულზეა. ექსპერტი ასევე განმარტავს, რომ ამ მხრივ გიორგი ვაშაძე გამორჩეული პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც აქვს უნარები ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს, ამიტომ გიორგი რუხაძეს იმედი აქვს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში გიორგი ვაშაძის კანდიდატურაზე შეჯერდებიან:

დღეს საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ერთი მხრივ იმიტომ, რომ კორონავირუსის შედეგად ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდა და გაჩერებულია, მეორე მხრივ  საქართველოს რეპუტაცია საერთაშორისო ასპარეზზე შელახულია. ამიტომ, როდესაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე ვსაუბრობთ, შემდგომ ვინც გახდება კანდიდატი და მერე უკვე პრემიერ-მინისტრი, მას უნდა ჰქონდეს ერთი მხრივ ძალიან ნათელი ხედვა, ქვეყნის ამ კრიზისიდან გამოყვანისა და ეკონომიკის ამუშავების და მეორე მხრივ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური წონა და კავშირები იმისათვის, რომ ის შელახული რეპუტაცია, რომელიც საქართველოს ამ ხელისუფლების ქმედებების შედეგად შეელახა, მისი აღდგენა მოახერხოს და ევროატლანტიკური ამბიციები, რომელიც დღეს ძალიან დაბალ ნიშნულზეა, ამ მიმართულებითაც გარღვევა მოახდინოს.

ამავე დროს, რეალობას თვალი, რომ გავუსწოროთ, ამ ადამიანს უნდა ჰქონდეს ენერგია, ბოლომდე ერკვეოდეს თანამედროვე ტექნოლოგიებში და ბოლო სამეცნიერო მიღწევებში და ეს ყველაფერი უნდა ჩართოს გეგმაში, რომლის საშუალებითაც  ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.

თუ გადავხედავთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, მარტო ოპოზიციურს არა ზოგადად პოლიტიკურ სპექტრს, ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც ამ კრიტერიუმებს, დააკმაყოფილებს, რომელიც მე ჩამოვთვალე, ძალიან ცოტაა და გიორგი ვაშაძე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ნამდვილად გამოკვეთილი ფიგურაა, მას ნამდვილად აქვს ახალგაზრდული ენერგია, პროფესიონალიზმიც, კავშირებიც, თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა და წვდომა, ხედვა იმისათვის, რომ ქვეყანა ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანოს.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობას ეს საკითხი, ბუნებრივია, არ არის საექსპერტო საზოგადოების გადასაწყვეტი საკითხი, არამედ იმ პოლიტიკური ობიექტების საკითხი, რომლებიც გაერთიანებულ ოპოზიციაში არიან.

მე იმედს ვიტოვებ, რომ საბოლოო ჯამში პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც გაერთიანებულ ოპოზიციაში არიან დღეს, სწორედ გიორგი ვაშაძის კანდიდატურაზე შეჯერდებიან და შემდეგ უკვე ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება საქართველოს მოსახლეობაზე, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს, ან თუ კი კოალიციური მთავრობა გვეყოლება, ამ კოალიციურ ერთიანობაში ყველაზე დიდი სუბიექტი ვინ იქნება“, – აღნიშნავს გიორგი რუხაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“ჩავიფიქრე! რომ მოვრჩები, ისევ ბევრს ვიმოგზაურებ და ისევ ლამაზი გოგო ვიქნები…” – ხათუნა სამნიძე

ხათუნა სამნიძის ემოციური სტატუსი, სოციალურ ქსელში, პოზიტიური მოლოდინებით და...

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...