“ერთი საქართველო, ძლიერი საქართველო ვაშენოთ“, – ამაზე გაამახვილა ყურადღება ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა კვირაცხოვლობა დღეს, ქადაგებისას.
“პატრიარქმა ძალიან ძლიერი გუნდი დაგვტოვა და ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ეკლესია კარგად იმართოს. ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, კარგად გაითვალისწინოს ყველამ! მაგის გარანტები ჩვენ ვართ. პატრიარქსაც ავირჩევთ, ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება, ჩვენი არჩეული იქნება და, რა თქმა უნდა, ღმერთთან იქნება პირველი რიგში პასუხისმგებელი და ჩვენთან.
ილუზიები ყველამ დაივიწყოს! ნუ ნერვიულობთ, ჩვენ ჩვენსას გავაკეთებთ! ისე არ ვართ დაძაბუნებული, რომ გარედან გვჭირდებოდეს – “ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ“. აქეთ გიკარნახებთ, რა გააკეთოთ და რა – არა, ყველას, ვინც ჩარევას დააპირებთ…“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას.
ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი
19.04.2026 წელი

