spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს"...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა და ცოტნე ივანიშვილები, რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით კონკრეტული შეფასებები და შეკითხვები აქვს ჟურნალისტ ვახო სანაიას:

ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს. გნებავთ ქვეყნის გარეთ, გნებავთ შიგნით. მას ამა თუ იმ ფორმით პასუხისგება მოუწევს ჩადენილ დანაშაულებზე. ეს დანაშაულები კი ჩადენილია პოლიტიკურ-ფინანსურ-კრიმინალურ სივრცეებში, რომელსაც მთლიანად თავად აკონტროლებს. ბოლო პერიოდში ამავე სივრცეებში შვილები შეჰყავს.

ასეთი შეკითხვა მაქვს – რატომ დგამს ამ ნაბიჯს? რატომ აყენებს შვილებს პასუხისგების რისკის ქვეშ? ეს ხომ რაღაც ფორმით ფაქტობრივად პასუხისმგებლობის განაწილებას გამოიწვევს. რა არის ამის მიზეზი? ამ ყაიდის მმართველები ძირითადად დიქტატურის ბოლომდე ჩაბეტონების შემდეგ ააქტიურებენ შვილების თემას, ივანიშვილი კი ვერ ახერხებს ჩაბეტონებას და აქვს ძალიან სახიფათო მდგომარეობა, რაც მისთვის შესაძლოა, კატასტროფული შედეგით დასრულდეს.

თუ გავითვალისწინებთ კიდევ ერთ გარემოებას, რომ, როგორც ამბობენ, მინიმუმ ას წლამდე ცხოვრებას უმიზნებს, რაში დასჭირდა შვილების გააქტიურება?
რას ფიქრობთ?” – წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს იწვევს ქვეყნის რეპუტაციის უკიდურეს შელახვას, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა დიქტატურას ეკისრება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსული ტანკერების ქართველი ეკიპაჟების...

“4 თვის წინ დაიწყო ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება” – შოთა...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მძიმე...

“დამიჯერე… ეს ისტორია ჩვენს შორის ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ გვექნება რევანში” – ილია თოფურია...

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია მეტოქეს, ჯასტინ გეიჯის გამარჯვებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...