spot_img
მთავარიექსკლუზივიუმძიმეს ვითარებაში საქართველოს სჭირდება ადამიანი, ვისაც აქვს გამოცდილება,...

უმძიმეს ვითარებაში საქართველოს სჭირდება ადამიანი, ვისაც აქვს გამოცდილება, ცოდნა და პროფესიონალიზმი – ეს არის მთავარი გიორგი ვაშაძის მახასიათებელი – ნოდარ ხარშილაძე

სააგენტო „პარალელი“ დაინტერესდა რას ფიქრობენ ექსპერტები “ახალი საქართველოს” ლიდერ გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით. სააგენტოს დაინტერესება ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია, კერძოდ, ოპოზიციონერი ლიდერის გიორგი ვაშაძის სახელის ამ კონტექსტში გაჟღერებამ.

საკითხთან დაკავშირებით „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელს ნოდარ ხარშილაძეს დავუკავშირდით. ექსპერტი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ ამ იდეის მიმართ დადებითად არის განწყობილი და საქართველოს ლიდერი, სწორედ გიორგი ვაშაძის მსგავსი გამოცდილი პროფესიონალი მერიტოკრატი უნდა იყოს:

საქართველოში დღეს ზუსტად ის მოთხოვნაა, რომ მომავალი ხელისუფლების ლიდერი  პროფესიონალი მერიტოკრატი უნდა იყოს, რომელსაც აქვს მიღწევები თავის კარიერაში. ადამიანი, რომელმაც საქმის გაკეთება იცის და ვისაც შეუძლია ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან, ამიტომ  დადებითად ვარ განწყობილი ამ იდეის მიმართ.

ანალიტიკურად რომ შევხედოთ ამ საკითხს, – რაც ძალიან მნიშვნელოვანი და მოსაწონია, გამოირჩევა იმითაც, რომ გეგმა აქვს ძალიან კონკრეტული – „სტატეგია აღმაშენებლის“ პროგრამას ვგულისხმობ. ასევე ამასთან ერთად ვთვლი, რომ ჩვენთან რანაირი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს მომავალში, წმინდა პოლიტიკური პირები არ ივარგებს პრემიერის თანამდებობაზე, რადგან ინსტიტუტები გვაქვს სუსტი.

ჩვენთან ყველაფერი დამოკიდებულია პრემიერზე, ამიტომ მომავალი მთავრობა უნდა იყოს უფრო პროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტებული. ვინც იცის საქმის კეთება, ვინც იცის დარგი და მიმართულება. ცოტა სუბიექტური ვარ გამომდინარე იქიდან, რომ კოლეგები ვიყავით და ძალიან ბევრი მაქვს ნანახი, რაც გიორგი ვაშაძეს აქვს გაკეთებული. ამიტომ მე დღეს ვერანაირ სხვა კანდიდატს ვერ ვხედავ.

მაგალითად 20 წლის მერე, როცა აწყობილი იქნება ყველაფერი, შემდეგ შეგვიძლია წმინდა პოლიტიკურ კანდიდატებზე ვისაუბროთ. დღეს, ამ უმძიმეს ვითარებაში, საქართველოს სჭირდება ადამიანი, ვისაც აქვს გამოცდილება, ცოდნა და პროფესიონალიზმი. ეს არის მთავარი გიორგი ვაშაძის მახასიათებელი. რა თქმა უნდა, სხვა კანდიდატებიც იქნებიან, იგივე გაერთიანებულ ოპოზიციაში, იგივე მთავრობაშიც, ვისაც შეიძლება ამაზე პრეტენზია ჰქოდნეს, მაგრამ საქმის გაკეთების პერსპექტივიდან, როგორც მე ვუყურებ გიორგი მართლაც გამორჩეული კანდიდატია,“ – აღნიშნავს ნოდარ ხარშილაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

უნგრული ჟურნალი “Világjáró” ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს

პრესტიჟული უნგრული, სამოგზაურო ჟურნალი „Világjáró“ ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას...

“ხელისუფლების გინების აკრძალვა ერთდროულად კომიკურიცაა და აბსურდულიც” – რომან გოცირიძე

შსს-ში ახალი დანაყოფის შექმნას და საჯარო სივრცეში გაკეთებული კომენტარების...

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...