spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვამაც უნდა იცოდეს, რომ...

“ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვამაც უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობას ყველანი თანაბრად ვიღებთ და ვინაწილებთ” – ნიკა გვარამია

საზოგადოებაში წამოწეულ კონკრეტულ საკითხებს თუ შეკითხვებს, ერთგვარი მინიშნებებით და პირდაპირი განმარტებებით პასუხობს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:

მივიღებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას;
თუ მივიღებთ მონაწილეობას, რას ვეძახით არჩევნებს;
თუ არ მივიღებთ, რატომ;

უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში;
რომ არ შევედით, რატომ არ შევედით;

და სხვა მსგავს საკითხებზე…

არცერთ შემთხვევაში მარტო არ მიმიღია გადაწყვეტილება და არც მივიღებ და ვერც მივიღებ. ეს არც შესაძლებელი იყო, არც ახლაა შესაძლებელი, არც ამის სურვილი მქონია და არც მექნება.

ისევე, როგორც არასდროს არ გადამიწყვეტია მარტო, მათ შორის, არც დაფინანსების საკითხი (როგორც ფულის მიღების, ასევე ფულის ხარჯვის ნაწილში).

ასე რომ, ყველაფერი რომ ჩემკენ მოჰყავს ზოგიერთ დაუძინებელ მეგობარს, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს თუ ამომრჩეველს/მეპროტესტეს, ერთის მხრივ, ეგოისტურად სასიამოვნოა, მაგრამ, მეორეს მხრივ, უსიამოვნოცაა, ტყუილიც და დამაზიანებელიც (პირადად ჩემთვისაც და, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, საქმისთვისაც). თანაც, ახლა ვინმეს სხვაზე მეტად ლიდერობის აღქმის (გინდა ჩემი, გინდა სხვისი) არც დროა და არც საჭიროება. უფრო პირიქით.

ამ ვითარებაში, ალბათ ურიგო არ იქნებოდა, ყველას დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია ყველა ზემოაღნიშნულ საკითხზე. ჟურნალისტებმა და აქტიურმა მოქალაქეებმაც უნდა იცოდნენ, რომ უხერხული და რთული შეკითხვები მხოლოდ ჩემთვის არაა განკუთვნილი. ეს არც სამართლიანია, არც რაციონალური და აჩენს განცდას, რომ თუ ყველაფერი გამოვიდა, ყველას ერთად გამოუვაა. და თუ რამე არასწორად წავიდა/არ გამოვიდა, დაე გვარამიას დაბრალდეს.

ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვამაც უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობას ყველანი თანაბრად ვიღებთ და ვინაწილებთ: გინდა პარტიაში, გინდა კოალიციაში, გინდა ალიანსში. გინდა თავისუფლებაზე და გინდა ციხეში. კარგზეც და ცუდზეც, წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო...

“ეგ ყოფილა ობლის ხვედრი, მუდმივად სხვების მომავალს შეხიდებული ველით საკუთარ წარმატებას” – ეკა ხერხეულიძე

12 აპრილს უმნიშვნელოვანესი არჩევნებია უნგრეთში, სადაც ბევრი რამ წყდება...

“რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე…” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...