spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის...

“დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ?” – ბაჩანა შენგელია

პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ პრეტენზიას – “პოლიტიკოსებმა ხალხში უნდა იარონ“, ცალკეული ფაქტების გახსენებით და ემოციური შეფასებებით ეხმიანება სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია:

დიდი ბოდიში, ვინ უნდა იაროს ხალხში? ელენე ხოშტარიამ ხომ არა, რომელიც აბსოლუტურად ყველა ჩაგრული ადამიანის გვერდში იყო 24/7-ზე და მარკერით წარწერის გაკეთების გამო წლინახევრით ჩასვეს?

ხაბემ, რომელსაც წინასწარ პატიმრობაშია და პოლიტიკური დაპირებების გამო მრავალი წლით ციხე ემუქრება?

ნიკა მელიამ ხომ არა, რომელიც კონსტიტუციის დარღვევით შექმნილ კომისიაზე არმისვლის გამო იხდის სასჯელს?

ან რომელმა პოლიტიკურმა ლიდერმა, საბოტაჟის ბრალდებით აღძრული საქმით ნებისმიერ დროს რომ შეუძლიათ ციხეში შებრუნება?

დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ? ვის დალეწვასაც ვერ ახერხებდნენ ცოცხალ-მკვდარს რომ აგინებდნენ ტელეფონით, ესეც დაგავიწყდათ?

უნგრეთს რომ ადარებთ 20% ფიზიკურად და პრაქტიკულად 100%-ით რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანას, ეს ნორმალური გგონიათ? ან ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ სპეც-ოპერაციაში მონაწილეებს უნგრეთის არჩევნები როგორ გათეთრებთ?

ტროტუარზე დგომის გამო დაჭერილი უამრავი ადამიანი გაიხსენეთ, უდანაშაულოდ ციხეში მყოფი ასობით პატრიოტი არ დაგავიწყდეთ, მერე რუკაზე უნგრეთის მისაზღვრე ქვეყნები საქართველოს მოსაზღვრეებს შეადარეთ. თუ ცოტათი მაინც გაგინათდებათ გონება – გილოცავთ. თუ ვერა, რაღაცნაირად მაინც მოსალოცია – დიდხანს უდარდელად ცხოვრება გიწერიათ“, – წერს ბაჩანა შენგელია ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს იწვევს ქვეყნის რეპუტაციის უკიდურეს შელახვას, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა დიქტატურას ეკისრება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსული ტანკერების ქართველი ეკიპაჟების...

20-21 ივნისს ბათუმში “ზაფხულის ფესტივალი” ჩატარდება

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად...

“ყველა პოლიციელი არაა გმირი და რაც ვიხილეთ, ეს უბედურება მოსალოდნელი იყო, ამდენი აგრესიის, ძალადობის,...

პოლიციის შენობებში სამართალდამცავების მიერ დაკავებულ პირებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...