spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აღდგომა დღეს მოგვეცა ყველაზე ნათელი იმედის ნიშანი, მშვიდობიან...

“აღდგომა დღეს მოგვეცა ყველაზე ნათელი იმედის ნიშანი, მშვიდობიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების ინსპირაციით, კონკრეტულ რჩევა/შეთავაზებებს აკეთებს ქართული საზოგადოებისადმი:

ბევრი მსჯელობა არაა საჭირო, რათა მთავარი დასკვნები გამოვიტანოთ:

– საზოგადოების მოთმინება როცა იწურება, დიქტატურას ვერაფერი შველის, ვერც რუსეთის ჰიბრიდული, მრავალფეროვანი ჩარევა, ვერც პირდაპირი, ამერიკული ფინანსური დაპირებები;

– როცა ქვეყანა სრულიად მობილიზდება და თითო ამომრჩეველს უჩნდება რწმენა, რომ ყველაფრის მიუხედავად, საკუთარი ნების გამოხატვა იმპერატიული პასუხისმგებლობაა, მაშინ ვერცერთი გაყალბების მეთოდი მოსახლეობის 80 პროცენტს ვერ ჯობნის;

– როცა ნათლად დგება ხალხისთვის ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანი, ვერც მოგონილი ომის ევროპელებზე თუ უკრაინაზე გადაბრალება, ვერც რუსეთის ზეწოლა ვერ ავიწყებს ბუდაპეშტს, ტანკებით ვინ დაიპყრო მთელი აღმოსავლეთ ევროპა. მეხსიერებას პროპაგანდა ვერ შთანთქავს;

– ანუ იმედი ჩვენთვის მხოლოდ ორბანის დამარცხებაში და მადიარის გამარჯვებაში არ არის, მთავარი კიდევ სხვაა: რომ ხალხი დემოკრატიულ ქვეყანაში რაც უნდა დუმდეს, შინაგანი კულტურა და აზროვნების უნარი ასე ადვილად არ იკარგება;

და მთავარი მაგალითი და იმედი: არჩევნებით ავტორიტარიზმის შეცვლა შესაძლებელია. არჩევნებს აზრი არ აქვს და გაყალბებას ვერ მოვერევით – ესეც პროპაგანდის გავრცელებული სიცრუეა უიმედობის დასათესად.

ამ აღდგომა დღეს მოგვეცა ყველაზე ნათელი იმედის ნიშანი, მშვიდობიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და სასოწარკვეთილების დამარცხებას მოაქვს შედეგი: წინ ნათელი გზა იხსნება ყოველთვის!” – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დამიჯერე… ეს ისტორია ჩვენს შორის ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ გვექნება რევანში” – ილია თოფურია...

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია მეტოქეს, ჯასტინ გეიჯის გამარჯვებას...

“ბოროტ თესლს თუ ნიადაგი მზად არ დახვდა, ის ვერ აღმოცენდება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მეტაფორული შედარება-შეფასებები ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით: "ბოროტ...

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო ამ კადრების ნახვა. მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოსგან მყისიერი...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მაშინ, როცა სახელმწიფოს მხრიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...