ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიმაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით არ ველოდები რაიმე მანიპულაციებს, თუმცა...

მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით არ ველოდები რაიმე მანიპულაციებს, თუმცა “ქართული ოცნებისაგან” ყველაფერია მოსალოდნელი – გიორგი ვაშაძე

საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს 30 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქად დაყოფის თემას ეხმიანება პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ გარკვეული კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა, ასევე აღნიშნავს, რომ შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან ერთად იმართებოდა და მანიპულაციებს აღარ ელოდება, მაგრამ ასევე განმარტავს, რომ „ქართული ოცნებისაგან“ ყველაფერია მოსალოდნელი:

გვქონდა გარკვეული კონსულტაციები და ვიცით წინასწარი მონახაზები. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ საზღვრებთან დაკავშირებით შეთანხმებულები ვართ. მათ შორის, ეს შეხვედრები იყო დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, საელჩოებში.

მე აქ აღარ ველოდები კიდევ რაიმე მანიპულაციებს „ქართული ოცნებისაგან“, თუმცა მათგან ყველაფერი მოსალოდნელია, – თეთრზე შავს იძახიან, ასევე ამბობენ, რომ არ შევთანხმდით და რეალურად შევთანხმდით. მთელი მსოფლიო ეუბნება, რომ მორჩით ბოლოს და ბოლოს ტყუილებს,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გავრცელებული ინფორმაციით დასავლეთ საქართველო 12 მაჟორიტარულ ოლქად, ხოლო აღმოსალვლეთ საქართველო 18 ოლქად იყოფა. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ამ საკითხზე კონსულტაციები გაიმართა, კონსულტაციებს ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.

გიორგი ვაშაძის კომენტარს პარტია „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ძველ ბიჭებს” ზონდერობა რომ არ “უტყდებათ” იმ ქვეყანაში, ციხიდან გამოტანილმა მაცივარმა და ტელევიზორმა როგორ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული კონკრეტული პირების პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ციხიდან...

“ერთადერთი იარაღი გვაქვს, ჩვენი ერთიანობა და სოლიდარობა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“გული არ გაიტეხოთ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს გიჭერთ, გვერდში გიდგავართ მაშინაც კი, როცა...

„სახელმწიფოც და გულშემატკივარიც გვერდით დაგიდგებით, რომ იყოთ წარმატებულები, რადგან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...