spot_img
მთავარიეს საინტერესოაბათუმში დამწყები გიდების გადამზადება დაიწყო

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადება დაიწყო

აჭარაში დამწყები გიდების გადამზადების ტრენინგ-კურსი დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ინტენსიურ პროგრამაში 30-მდე დამწყები გიდია ჩართული. მათ ლექციები ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორიის, საქართველოში განვითარებული ტურიზმის სახეობების, ექსკურსიათმცოდნეობის, გიდის პროფესიის, ტურის დაგეგმვის, გიდის ფსიქოლოგიისა და საქართველოს ისტორიის შესახებ უტარდებათ. სამთვიანი სატრენინგო პროგრამისას ისინი ასევე შეისწავლიან პირველადი დახმარების საშუალებებს, ბათუმის განაშენიანებას და არქიტექტურას, ტურისტულ მარშრუტებს, ღირსშსანიშნაობებს, კულტურასა და გასტრონომიას. დამწყები გიდების გადამზადების პროგრამაში 55-ზე მეტი ტრენერია ჩართული.

გადამზადების პროგრამის მიზანი ბათუმის ტურის გიდების მომზადება, გიდის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, კომპეტენტური, წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და გიდისთვის საჭირო უნარების გამომუშავება და განვითარებაა. დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა მოიცავს, როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებზე და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას და პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს. სასწავლო პროგრამის ბოლოს ჩატარდება გამოცდები, რომლის განმავლობაშიც მონაწილები ჩაატარებენ პრაქტიკულ ტურებს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სპეციალურად მოწვეული ტუროპერატორებისთვის.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...