spot_img
მთავარიაქტუალური თემებიმთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი -...

მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველომ 2012 წელს შეაჩერა ღია ცის ხელშეკრულება რუსეთთან, რადგან 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებას განსხვავებული ინტერპრეტაცია მისცა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაშიც:

საქართველომ 2012 წელს შეაჩერა ღია ცის ხელშეკრულება რუსეთთან მიმართებაში, რადგან, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ ყველა საერთაშორისო შეთანხმების, მათ შორის, ღია ცის შეთანხმების განსხვავებული ინტერპრეტაცია დაიწყო, იგივე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

რუსეთმა 2010 წელს გარკვეული შემზღუდავი ზომები მიიღო ათი კილომეტრის რადიუსში ფრენებთან დაკავშირებით ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში იმ მოტივით, რომ თითქოს ეს „ქვეყნები“ არ არიან ამ ხელშეკრულების მონაწილე და არიან დამოუკიდებელი სუბიექტები, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფას, ხელშეკრულების აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას.

ღია ცის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აშშ-ს მხრიდან გაკეთებულ განცხადებაში მიზეზებს შორის აღნიშნულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი და რომ ჩვენ გვაქვს ღრმა და საფუძვლიანი თანამშრომლობა საერთაშორისო უსაფრთხოების ყველა მნიშვნელოვან მიმართულებაზე,” – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილ/კობახიძე თვლიან, რომ გეოგრაფია წყვეტს ყველაფერს და მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ საქართველო რუკაზე...

საქართველოს გეოპოლიტიკურ შანსებსა და მმართველი გუნდის მოლოდინებთან დაკავშირებით, კონკრეტული...

გიორგი კეკელიძე: “ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა, ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი”

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...