spot_img
მთავარიანალიტიკა"თუ ეს მუქარა შესრულდა, სრულიად სხვა ეტაპზე გადავა...

“თუ ეს მუქარა შესრულდა, სრულიად სხვა ეტაპზე გადავა ომი ახლო აღმოსავლეთში” – ზურაბ ბატიაშვილი

ზურაბ ბატიაშვილი კონკრეტულ ანალიტიკურ განმარტებებს და მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ახლო აღმოსავლეთში, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანისადმი წაყენებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ:

თუ ეს მუქარა შესრულდა, სრულიად სხვა ეტაპზე გადავა ომი ახლო აღმოსავლეთში;

სხვა ეტაპზე გადავა სიტუაცია თავად ირანშიც – თუ ქვეყანაში აღარ იქნება ელექტროენერგია, ვეღარ იმუშავებს ქარხნები, ფაბრიკები, გაჩერდება წყლის მიწოდების სისტემები (წყალი კი უდიდესი პრობლემაა ირანში) და ა.შ. თუ წყალი არ იქნება, ვეღარ მოიყვანენ მოსავალსაც;

ასეთ შემთხვევაში, ვეღარ იმუშავებს ვერც ნავთობისა და გაზის გადამამუშავებელი ქარხნები, რაზეც დგას ირანის ეკონომიკა;

ამ სცენარის შემთხვევაში შეიძლება საერთოდ გაჩერდეს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა და დადგეს ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც უპირველეს ყოვლისა, დაბალ და საშუალო ფენებს შეეხება;

რა შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს? ყველაფერი, დაწყებული პოლიტიკური პრობლემებით (პროტესტი და არეულობები), ისე ლტოლვილთა ნაკადების დაძვრის შანსით (თუ ხალხს მოშივდა). გააჩნია კრიზისის მასშტაბებსა და დაზარალებულთა რაოდენობას. ირანის მოსახლეობა კი 90 მილიონია, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ საშუალო და დაბალი ფენაა;

ბევრი დრო აღარ რჩება. მძიმე და გადამწყვეტი მომენტი დგება ამ ომში“, – წერს ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის – აშშ პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელში, ირანისადმი ულტიმატუმი გამოაქვეყნა ჰორმუზის სრუტის გახსნის მოთხოვნით:

სამშაბათი ირანში ელექტროსადგურებისა და ხიდების დღე იქნება, ორივე ერთად… გახსენით ეს დაწყევლილი სრუტე, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ…, უბრალოდ ნახეთ. დიდება ალაჰს“, – წერს დონალდ ტრამპი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...

“ღიად გაცხადდა ქვეყნის კურსიც, ერის გადარჩენის გზაც და სამომავლო პერსპექტივებიც” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მენატრება ჩემი ქართული ლეგიონი, მენატრება ჩემი ძმები, მენატრება მძაფრად და ძლიერად…” – კობა ხაბაზი

უკრაინაში ნაბრძოლი კობა ხაბაზი, სოციალურ ქსელში, ემოციურ სტატუსს აქვეყნებს: "მენატრება...

“ვიღაც “შესტიორკა” კობახიძე აქედან ასწავლის უკრაინის გმირ პრეზიდენტს, რომ თურმე მე უკრაინას “ბევრი დავუშავე”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“ეს არის რეფერენდუმი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” პირწმინდად მარცხდება” – გოჩა მირცხულავა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...