სამშაბათი, აპრილი 16, 2024

გუშინ საქართველოს პარლამენტში ჩვენ ვნახეთ სპეკულაციებით სავსე გამოსვლები – მამუკა მდინარაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის გუშინდელი პარლამენტში გამოსვლები სპეკულაციებით სავსე იყო და ეს მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმია. ასევე განმარტა, რომ ეს არ არის პასუხისმგებლიანი მიდგომა და ამ პრობლემით ვიღაცას პოლიტიკური სარგებლის მიღება სურს.

გუშინ ჩვენ ვნახეთ, საქართველოს პარლამენტში, სპეკულაციებით სავსე გამოსვლები. როდესაც მთავარი იარაღი კოვიდ-ინფექციასთან ბრძოლაში არის გარკვეული რეგულაციები და შეზღუდვები და ვიღაც გეუბნება, რომ არანაირი იარაღი, არანაირი მცირე კალიბრის იარაღიც კი არ უნდა დარჩეს მთავრობას და ხელისუფლებას ამ პრობლემასთან ბრძოლაში, – ეს მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმია. მაპატიოს ყველამ, გამორიცხულია სხვანაირი შეფასება.

რომ ამბობ, იარაღი არ უნდა გქონდეთ და ისე ებრძოლო პრობლემას, – ეს არ არის პასუხისმგებლიანი მიდგომა. შეიძლება ვიღაცას უნდა, რომ პრობლემამ გაიმარჯვოს და პოლიტიკურად ამით ვიღაცამ ისარგებლოს, მაგრამ ეს არ უნდა ჩვენს ქვეყანას და ეს არ უნდა ჩვენს მოქალაქეს.

ამიტომ ჩვენ ამ ბრძოლასაც წარმატებით გავართმევთ თავს. დღეს მივიღებთ კანონს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დავტოვოთ მინიმალური შეზღუდვები იმისათვის, რომ გავუფრთხილდეთ საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული