ორშაბათი, ივნისი 16, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი პოლიტიკური ფრონტი პოლიტიკური...

გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი პოლიტიკური ფრონტი პოლიტიკური მასკარადის სახით – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობა გარდა სიცოცხლის/ჯანმრთელობისა და ეკონომიკური ფრონტებისა, ახლა უკვე იბრძვის პოლიტიკურ ფრონტზე, რომელიც გუშინ პოლიტიკური მასკარადის სახით გამოჩნდა და ამ ბრძოლაშიც წარმატებულები და გამარჯვებულები იქნებიან:

გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური ფრონტი, რაღაც პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

ერთმნიშვნელოვნად მინდა, რომ ყველამ იცოდეს, – რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნება და ვერავინ ვერ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მთავრობამ და ხელისუფლებამ პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობაზე იზრუნოს.

ამიტომ ჩვენ ვაცხადებთ, რომ ქვეყანა მზად არის დღეს გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც პარალელურად ნიშნავს, რომ კომენდანტის საათიც გაუქმდება, ამას მოჰყვება გარკვეული შემსუბუქებებიც, ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ და მაგალითად ერთ ავტომობილში მხოლოდ სამი ადამიანის შეზღუდვა გაგრძელდება მხოლოდ ტაქსებისთვის და სხვა ყველა ავტომობილისთვის ეს შეზღუდვა გაუქმდება.

თუ აქამდე ვიბრძოდით ორ ფრონტზე ჯანმრთელობის, ეკონომიკური განვითარების, ახლა დაგვემატა ახალი და ამასაც უნდა გავუძლოთ და ამ ფრონტზეც უნდა ვიყოთ წარმატებულები და გამარჯვებულები,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გუშინ პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, რაც გულისხმობს, რომ 15 ივლისამდე მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. აღნიშნულ კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, მოწინაღმდეგე 3 ჰყავდა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა...

“კობახიძე/მდინარაძე/გელაგელაძე/ოხანაშვილის დიქტატურაზე მაინც ვიგუდები სიცილით და რა გავაკეთო?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ახალი...

“მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო – სინდისის პატიმრების დედების გვერდში!”...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, 3 მარტს გზის გადაკეტვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამას მისებურად “საკუთარი ფულის კომპლექსი” ქვიებია🤣” – გიგი უგულავა ივანიშვილზე

"ერთიანობა ნაციონალურიუ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში...

“ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას...

"სტრატეგია აღმაშენებელი" მწვავე განცხადებას ავრცელებს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის,...

“ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია – კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...

“მოვა დრო, ქოცებზე და წულუკიანზე პასტას არ გააგდებს ხელიდან🙈” – ელისო კილაძე სოზარ სუბარზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე, საგამოძიებო კომისიის წევრ...