spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიაკოლხური წყალიკრეფია - Aquilegia Colchica

კოლხური წყალიკრეფია – Aquilegia Colchica

🌸 ვაგრძელებთ საქართველოს ფლორის წარმომადგენლებზე საუბარს და დღეს გიამბობთ მცენარეზე, რომელსაც ერთი შეხედვით უცნაური სახელი ჰქვია – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა:

კოლხური წყალიკრეფია ხარისძირასებრთა ოჯახის წარმომადგენელია და მას სხვებისგან უნიკალური ფორმის ყვავილებით გამოარჩევთ. ყვავილებში მცენარე აგროვებს წვიმის წყალსა და ნამს. სწორედ ამ მახასიათებლის გამო შეერქვა მას სახელი, რომელიც ლათინურად პირდაპირ ითარგმნება როგორც წყლის შემკრები – Aquilegia.

კოლხური წყალიკრეფია საქართველოს ენდემია. წარსულში მას იმერეთის რეგიონში ხშირად შეხვდებოდით, მაგრამ დღეს, ჰაბიტატების დაზიანების გამო, მხოლოდ ჭიათურის მიდამოებშია შემორჩენილი.

მიუხედავად გარეგნული სინაზისა მრავალწლოვანი მცენარე ყინვაგამძლეა, თუმცა მისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია ტენიანი ნიადაგი.

კოლხურ წყალიკრეფიას სამკურნალო თვისებები აქვს და ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.

სამწუხაროდ მცენარეს დღეს გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის სტატუსი აქვს და მას ველურ ბუნებაში იშვიათად თუ შეხვდებით.

❓ თქვენ რა გსმენიათ კოლხურ წყალიკრეფიაზე?

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...