spot_img
მთავარიეს საინტერესოამთიან აჭარაში ტურისტული ბილიკების განვითარება გრძელდება

მთიან აჭარაში ტურისტული ბილიკების განვითარება გრძელდება

მთიან აჭარაში ახალ ტურისტული ბილიკების განვითარება წელსაც გაგრძელდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტურისტული ბილიკების კეთილმოწყობას ქედის მუნიციპალიტეტში გეგმავს. პირველ ეტაპზე, ახო-ხინოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკის, გულების ციხესთან, ლატევრასა და დოლოგნის ჩანჩქერებთან მისასვლელი ბილიკების პროექტირება, შემდეგ კი კეთილმოწყობა-მარკირება იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული ტურისტული ადგილების პოპულიზაციასა ვიზიტორებში.

ახოს – ხინოს ქსელური საფეხმავლო ბილიკი ძველად არსებული საფეხმავლო, საცხენოსნო ბილიკის აღდგენას ითვალისწინებს, რაც ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებს ერთმანეთთან დააკავშირებს. საფეხმავლო ქსელური მარშრუტის მოწყობის მიზანი აჭარის მაღალმთიანი სოფლების – ახოს, გობრონეთისა და წონიარისის – ერთმანეთთან და ხინოს მიმართულებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებაა. სოფელი ხინოწმინდა (ხინო) კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ის გამორჩეულია მდიდარი კოლხურ ტყეებით, ბიომრავალფეროვნებით, იშვიათი ფლორითა და ფაუნით.

რაც შეეხება გობრონეთის ჩანჩქერს, ის სოფელ გობრონეთიდან 6 კმ-ში, ლატევრას მთაზე ტყის მასივში მდებარეობს. ჩანჩქერთან მისასვლელი 1.5 კმ-იანი გზა ამ ეტაპზე ვიზიტორებისთვის მიუვალია, რის გამოც დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკის გაჭრა, კეთილმოწყობა და მარკირება.

სოფელ დოლოგანში, ტყის მასივში მდებარეობს დოლოგნის სამი კასკადოვანი ჩანჩქერიც, რომელთა კასკადები და წყლის დებეტი კანიონინგის განვითარების კარგ საშუალებას იძლევა. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ჩანჩქერებთან მისასვლელი 800 მეტრ სიგრძის ბილიკის გაჭრა-კეთილმოწყობას გეგმავს.

კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა, რომელთან მისასვლელი ბილიკის კეთილმოწყობაც იგეგმება არის გულების ციხე. XII-XIII საუკუნეებში აგებული ციხე სოფელ გულებში მაღლობზე მდებარეობს, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება.

ჯამში, მთიან აჭარაში 30-მდე მარკირებული ტურისტული მარშრუტი მდებარეობს, რომელთა შესახებ ინფორმაციები და  GPS  რუკები განთავსებულია ვებ-გვერდზე https://visitajara.com/ka.

მთაში არსებული მარშრუტების განვითარების პარალელურად, ბოლო წლებში მთიან აჭარას ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შეემატა ყველა მუნიციპალიტეტში. მათ შორისაა ხიხანის ისტორიულ ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკი, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა, ტურისტული ბილიკი  ქობულეთის ტორფნარზე,  კანიონინგის ინფრასტრუქტურა კაპნისთავსა და უჩხოში.

გარდა ამისა, საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოეწყო 10-ზე მეტ ტურისტულად საინტერესო მიმართულებაზე (ხარისაწოლი, ღომას მთა, ნაკონაღვარი, ჩირუხი, ჯვარიმინდორი, ჩალეწილები, ბრილი, ლელთის ტბა, თხილვანა, მილისი, მირვეთი და ჩაისუბანი/შუამთა).

ჩანჩქერებთან მისასვლელი ბილიკები გაიჭრა და კეთილმოეწყო ზუნდაგაში, დანდალოში, მირვეთსა და უჩხოში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

Business Insider Polska: ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ბიზნესისა და ტურიზმის ახალ ცენტრად ყალიბდება

„Business Insider” – ის პოლონური გამოცემა ბათუმის შესახებ ვრცელ...

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური კურსი წარმატებით დასრულდა

აჭარაში დამწყები გიდების ინტენსიური გადამზადების პროგრამა დასრულდა. დღეს, აჭარის...

“ამ მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ფეხბურთი ყველასია, მაგრამ გამარჯვება დასავლეთისაა” – ზურაბ...

ფეხბურში მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი ფართო განხილვის საგანია - მრავალმხრივი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...