შაბათი, ივნისი 28, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგულაციები და წესებისაქპატენტმა EUIPN-ის წევრი უწყებების მიერ შემუშავებული სასაქონლო ნიშნების...

საქპატენტმა EUIPN-ის წევრი უწყებების მიერ შემუშავებული სასაქონლო ნიშნების პრაქტიკის ყველა დოკუმენტი გაიზიარა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, საქპატენტმა დღეს გამოაქვეყნა სასაქონლო ნიშნების პრაქტიკის სამი დოკუმენტი:

  • განმასხვავებლობა – აღწერილობითი/არაგანმასხვავებელუნარიანი სიტყვების შემცველი გამოსახულებითი ნიშნები (CP3);

http://www.sakpatenti.gov.ge/media/page_files/CP3_-_GEO_-_14.05.pdf

  • შავ-თეთრი ნიშნების დაცვის ფარგლები (CP4);

http://www.sakpatenti.gov.ge/media/page_files/CP4_-_GEO_-_14.05.pdf

  • აღრევის შესაძლებლობა (არაგანმასხვავებელუნარიანი/სუსტი ელემენტების გავლენა) ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები (CP5).

http://www.sakpatenti.gov.ge/media/page_files/CP5_-_GEO_-_14.05.pdf

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს შორის საქპატენტი პირველია, რომელიც სრულად ეთანხმება ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ქსელის (EUIPN) წევრი უწყებების მიერ შემუშავებულ საერთო პრაქტიკას და სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზას  ევროკავშირის პრაქტიკის შესაბამისად ატარებს.

დოკუმენტები იძლევა იმ პრინციპების ნათელ და ყოვლისმომცველ განმარტებას, რაც გამოყენებული იქნება საქპატენტისა და EUIPN-ის ინტელექტუალური საკუთრების უწყებების მიერ.

პრაქტიკის დოკუმენტების გამოქვეყნების მთავარი მიზანია გამჭვირვალობის, იურიდიული სიცხადისა და პროგნოზირების გაზრდა განმცხადებლების, ექსპერტებისა და ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირთათვის.

პრაქტიკის დოკუმენტები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ქართულ და ინგლისურ ენებზე. ისინი დაყოფილია ორ ნაწილად. პირველ ნაწილში შეჯამებულია კრიტერიუმები, ხოლო მეორე ნაწილში წარმოდგენილია თითოეულ შემთხვევაში გამოსაყენებელი სპეციფიკური კრიტერიუმების სრული განმარტება.

ეს მიღწევა შესაძლებელი გახდა საქპატენტისა და  EUIPO-ს ერთობლივი მუშაობის შედეგად. საქპატენტის მიერ პრაქტიკის დოკუმენტების პუბლიკაცია წარმოადგენს ამ საქმიანობის საბოლოო შედეგს  EUIPO-სთან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.

ექსპერტიზის პრაქტიკაში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით, საქპატენტმა მიმდინარე წლის მარტში გამოაქვეყნა პრაქტიკის დოკუმენტი დიზაინის გრაფიკულად გამოსახვასთან დაკავშირებით, რაც, ასევე, ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...