spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნების" მხარდაჭერა დღეს ნიშნავს, რომ შენ მხარს...

“ქართული ოცნების” მხარდაჭერა დღეს ნიშნავს, რომ შენ მხარს უჭერ ოცნებისა და წინა რეჟიმის შესაძლო კოალიციურ მმართველობას – ირმა ინაშვილი

8 მარტის შეთანხმებისა და ოპოზიციონერი ლიდერების შეწყალების თაობაზე დაწყებულ პოლემიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი. მისი აზრით წინა და მოქმედი ხელისუფლება კოორდინირებულად მოქმედებენ და შესაძლოა მომავალში კოალიციური მთავრობაც შექმნან:

იცოდნენ, მაგრამ ვითომ არ იცოდნენ! გარიგდნენ, მაგრამ ვითომ არ გარიგებულან! გიყურებენ, არ რცხვენიათ, უნიჭოდ ცრუობენ და ჰგონიათ, რომ ტყუვდები.

სწორედ ეს ახასიათებს პროვინციალიზმს – ურცხვი მანევრირება, ყველაფრისმკადრებლობა და მერე ამ ურცხვობის გამართლება. აქ არავის უწითლდება ლოყა სირცხვილისგან. აქ საჭირო არაა სირცხვილი.

მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა გარიგების საეტაპო ნაწილი. ბოლო კადრში ცდილობენ იხილოთ წინა და მოქმედი ხელისუფლებების შერწყმული მმართველობა… და თან, დაგარწმუნონ, რომ არაფერი გაუყალბებიათ, თქვენ თავად გააკეთეთ, თურმე, ამგვარი არჩევანი.

ვიმეორებ: “ქართული ოცნების” მხარდაჭერა დღეს ნიშნავს, რომ შენ მხარს უჭერ ოცნებისა და წინა რეჟიმის (ორივე ჯგუფს ვგულისხმობ) შესაძლო კოალიციურ მმართველობას.

დამიჯერეთ, ტყუილად არ ვამბობ, რასაც ვამბობ. თუ არ გინდათ, რომ ეს თეორია (რომელიც გარიგების საკვანძო მიზანია) პრაქტიკულად განხორციელებული იხილოთ, გამოფხიზლდით! გაერთიანდით ჩვენთან, ჩვენს გარშემო!!!

ჯერ აქედან დავიწყოთ, გამოფხიზლებიდან,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ირმა ინაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბატონო ბიძინა, ტყუილად უხდით ფულს თქვენს პროპაგანდისტებს და PR სპეციალისტებს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს და...

“ამიტომაა ხელისუფლებისგან ეპითეტები საფრთხილო საქმე, მოწინააღმდეგეებს ლანძღავს და საკუთარი თავი უარესის როლში გამოსდით” –...

კონკრეტულ მიგნებაზე აკეთებს მინიშნებას პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

“შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი...

„შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...