spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაComcom-ის "მედიასკოლის სტუდიაში" ჟურნალისტიკის სწავლების 4 თვიანი...

Comcom-ის “მედიასკოლის სტუდიაში” ჟურნალისტიკის სწავლების 4 თვიანი პრაქტიკული კურსი დაიწყო

კომუნიკაციების კომისიის „მედიასკოლის სტუდიის“ პრაქტიკულ 4-თვიან კურსზე მეოთხე ნაკადის მიღება დასრულდა. შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, ჟურნალისტიკით დაინტერესებული 12 სტუდენტი შეირჩა, რომელთაც ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, პროფესიონალი მენტორების დახმარებით, სრულიად უფასოდ დაეუფლონ ჟურნალისტიკისთვის ყველა საჭირო ცოდნასა და უნარს, დაიწყონ კარიერა და დასაქმდნენ მედია სფეროში.

ინტენსიური კურსის ეფექტიანად წარმართვისთვის, „მედიასკოლის სტუდია“ ყველა საჭირო ინვენტარითა თუ ტექნიკით არის აღჭურვილი. ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიის“ სტუდენტები, სპეციალურად მათთვის შექმნილ ნიუსრუმში დაეუფლებიან საინფორმაციო გამოშვების, სიუჟეტებისა და პოდკასტების მომზადებას; ოპერატორის ხელოვნებას; მეტყველებასა და სატელევიზიო უნარ-ჩვევებს; ახალი ამბების მომზადებას ტელევიზიასა და ონლაინ პლატფორმებისთვის; ასევე, აუდიო მონტაჟს და ხმის რეჟისურას; არასაინფორმაციო სატელევიზიო სიუჟეტებისა და გადაცემების მომზადებას; ტელემონტაჟს; ინტერვიუს მომზადებას; პროდიუსირებასა და წაყვანას. კურსის დასრულების შემდგომ, მონაწილეები მაღალი ხარისხის მედია პროდუქტის შექმნას დამოუკიდებლად შეძლებენ.

საგულისხმოა, რომ „მედიასკოლის სტუდიის“ კურსდამთავრებულთა 85% სხვადასხვა მედია ორგანიზაციაში უკვე დასაქმდა. წარმატებულ კურსდამთავრებულებს მედიასკოლა შესაბამის სერტიფიკატებს გადასცემს და პოტენციურ დამსაქმებლებთან რეკომენდაციას გაუწევს.

„მედიასკოლის სტუდიის“ კურსზე მოსახვედრად კანდიდატებმა სამეტაპიანი შესარჩევი კონკურსი გაიარეს, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო კანდიდატები წერითი ტესტირებითა და ზეპირი გასაუბრებით შეირჩნენ.

შეგახსენებთ, რომ ComCom-ის „მედიასკოლის სტუდია“, ქვეყანაში მედია სტანდარტის ამაღლების მიზნით, ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს ცოდნისა და გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას სრულიად უფასოდ სთავაზობს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...