გარემოს დაცვის სამინისტროს საყურადღებო ინფორმაციები:
❗✅ საქართველოში პლასტმასის მოხმარების შემცირებისთვის შემდეგი ნაბიჯი გადადგმულია!
🔸 2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება კვების ობიექტების მიერ პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება;
🔸 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.
❗ აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე.
❗ გამონაკლისი ასევე ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებისათვის სასმელი წყლის წარმოებასა და მიწოდებაზე.
🔸 ნაბიჯ-ნაბიჯ პლასტიკის გარეშე, შევამციროთ ნარჩენი გარემოს და ჯანმრთელობის დასაცავად.

