შაბათი, სექტემბერი 27, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიქუთაისის ტორპედო კვლავ მფლობელის გარეშე და ფინანსურ კრიზისშია...

ქუთაისის ტორპედო კვლავ მფლობელის გარეშე და ფინანსურ კრიზისშია – გიგა შუშანია

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარემ, გიგა შუშანიამ ბრიფინგი გამართა, სადაც ქუთაისის ტორპედოს გარშემო არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. შუშანიას თქმით, ქუთაისის ტორპედო დღემდე ფინასურ კრიზისშია, რადგან სახელმწიფომ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა:

ქუთაისის ტორპედოს იტალიელი ინვესტორის მფლობელობაში გადასვლის და ფინანსური პრობლემების მოგვარების შესახებ, 5 თვის თავზეც ვერ მოხერხდა „ქუთაისის ტორპედოს“ ინვესტორისათვის გადაცემა და ის კვლავ ქუთაისის მერიის საკუთრებაშია. გუნდის რამოდენიმე მილიონიანი დავალიანება კი ისევ დაუფარავია.

სახელმწიფომ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რაც დავალიანების ნაწილის დაფარვას გულისხმობდა, რის გამოც ვერ ხერხდება კლუბის იტალიელ ინვესტორზე გადაცემა. აღნიშნული მიზეზით მან კლუბის დაფინანსება შეწყვიტა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთელი ეს კორუფციული სქემა, გუნდის და ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივართა შეცდომაში შეყვანა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ რამოდენიმე მილიონიანი დავალიანება ჩამოწეროდა გუნდის წინა მფლობელს, ზაზა ჩაჩავას, რომელიც ლევამ კობიაშვილის მფარველობით სარგებლობს. მისი კომპანია „კრისტალბეთი“ კი ფეხბურთის ფედერაციის მთავარი სპონსორია. შედეგად მივიღეთ ის, რომ ქუთაისის ტორპედო კვლავ მფლობელის გარეშე და ფინანსურ კრიზისშია, ხოლო მხარეები კი ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს.

ჩვენ ფეხბურთის ფედერაციისაგან მოვითხოვთ, სასწრაფოდ მოხდეს სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულება, რათა დროულად მოხდეს ინვესტორისათვის კლუბის გადაცემა და ფეხბურთელთა დავალიანების გასტუმრება, მით უფრო რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 211 მილიონი ლარია გამოყოფილი სწორედ კლუბების დასახმარებლად და არა კობიაშვილის და მისი მეგობრების ფინანსური ინტერესების დასაკმაყოფილებლად,“ – განაცხადა გიგა შუშანიამ.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ხაბე რომ გეგოიმებათ და ბესელიას ეფარცქვალებით…” – მაია ნადირაძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის მაია ნადირაძის...

“ეს რატომ უნდა მიკითხავდეს მე მორალს?!” – ელისო კილაძე სალომე სამადაშვილთან დაკავშირებით

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თავის პოზიციას აფიქსირებს...

“შალვა პაპუაშვილმა არჩევნებში მონაწილე პარტიები მათი საქმის გაკეთებაში ამხილა” – მერაბ მეტრეველი

"შალვა პაპუაშვილმა მორიგი პოსტი დაწერა და თავისდა უნებურად (შეიძლება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არ ვარ მე მარტო და ამიტო ვიმარჯვებ✊❤️❤️” – ხათუნა სამნიძე

პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ, მძიმე დაავადების გამო, მკურნალობის...

“4 ოქტომბერი არ არის მხოლოდ თარიღი, ის საქართველოს ისტორიაში იქნება სინდისის, ნებისა და დამოუკიდებლობის...

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე საინფორმაციო ომის სტრატეგიასა...

“ის, ვინც ამბობს, რომ დილას არჩევნებზე მივიდეთ და საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში აპირებს…” – მიხეილ...

მიხეილ სააკაშვილი თავის პოზიციას აფიქსირებს "ლელო ძლიერი საქართველოს" კონკრეტულ...

“კორუფციის ასეთი მასშტაბი შევარდნაძის ეპოქაშიც არ ყოფილა!” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, კორუფციის ბრალდებით, სისხლის...