შაბათი, ივნისი 14, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაიმისთვის, რომ პარლამენტში თბილი ადგილებისთვის იბრძოლონ, არ დაინდობენ...

იმისთვის, რომ პარლამენტში თბილი ადგილებისთვის იბრძოლონ, არ დაინდობენ ქვეყნის ინტერესებს – გიორგი გახარია

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა და განაცხადა, რომ მისთვის ძალიან მძიმეა, ისეთი ადამიანების შეწყალება, რომლებიც ვითომ პოლიტიკოსები არიან და რაღაც დამსახურების გამო, პოლიტიკური მანტია მოიცვეს, ეს შეწყალება კრიმინალებმა დაუმსახურებლად მიიღეს. მთავრობის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ ქართველი ადამიანი არის ბრძენი და არჩევნებზე გაირკვევა ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან:

ამ შეწყალებასთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ, რომ მე საერთოდ პოზიციებს არ ვიცვლი. ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, როდესაც ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, უბრალოდ შტურმში იღებდა მონაწილეობას, ან ადამიანი, რომელმაც 50 მილიონი ბიუჯეტიდან მოიპარა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გათვალისწინებით და იმის გამო, რომ ისინი პოლიტიკოსები, ან ვითომ პოლიტიკოსები არიან, მათ დაიმსახურეს რაღაც შეწყალება. ეს არის ჩემთვის მძიმე.

ძალიან კარგად მესმის ჩვენი რიგითი მოქალაქეების გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომლებიც უყურებენ ვიღაც პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლებიც იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოიცვეს, ასეთი მძიმე, კონკრეტული კრიმინალური დანაშაულების შემდეგ შეიწყალეს.

თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს შეწყალების სრული, ლეგიტიმური უფლება აქვს და ეს მისი სრული კომპეტენციაა. ჩემთვის ამაზე საუბარიც ყველაფრის მიუხედავად, ჩემი ემოციური პოზიციის მიუხედავად არის მეორე ხარისხოვანი. აგიხსნით რატომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არავის არ გეგონოთ, რომ კოვიდი დამარცხებულია, არავის არ გეგონოთ, რომ ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება გარანტირებულია, ეს ასე არ არის.

იცოდეთ, რომ მსოფლიოში სისტემური სახელმწიფოები არიან და სისტემური სახელმწიფოები, რომლებიც დღეს, ხან მეორე ტალღას გვიანონსებენ, ხან მესამე ტალღას, გაურკვევლობა არის ამ კრიზისის და გლობალური გამოწვევის ყველაზე დიდი მახასიათებელი კომპონენტი, რის პირობებშიც პატარა ქვეყნების და ჩვენი ქვეყნის პასუხისმგებლობა და ამ მთავრობის პასუხისმგებლობა ათმაგდება.

ამიტომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებულები, პირველ რიგში კოვიდის დასამარცხებლად, მეორე რიგში ქვეყნის ეკონომიკური აღდგენისთვის და მესამე, რაც ამ ქვეყანაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, არჩევნების წყნარ და მშვიდ გარემოში ჩასატარებლად.

სამწუხარო ამ ყველაფერში იცით რა არის? რომ ის ბატონები, რომლებმაც დაუმსახურებლად, აბსოლუტურად დაუმსახურებლად, კონკრეტული კრიმინალური დანაშაული ჩაიდინეს და არაფრით ისინი არ განსხვავდებიან რიგითი მოქალაქეებისგან და რომ გამოვიდნენ, იმის მაგივრად, რომ ქვეყანას გვერდით დაუდგნენ და ყველამ ერთად ქვეყანაზე ვიზრუნოთ, ამასაც კი პოლიტიკური სპეკულირებისთვის გამოიყენებენ, იმისთვის, რომ პარლამენტში თბილი ადგილებისთვის იბრძოლონ და არ დაინდობენ ქვეყნის ინტერესებს, ათასნაირ სულელურ შეფასებას მისცემენ ამ ყველაფერს.

საბოლოო ჯამში ამას გამოიყენებენ პოლიტიკური, ვიწრო, პირადი ინტერესებისთვის. მაშინ, როცა ამხელა გამოწვევისთვის, დღეს, ყველასთვის ერთადერთი მიზანი უნდა იყოს, რომ ამ ქვეყანას მოვუაროთ ყველამ ისე, რომ ჯერ კოვიდი დავამარცხოთ და მერე ადამიანებს ელემენტარული შემოსავალი აღვუდგინოთ ოჯახში მისატანად.

პოლიტიკურად მერწმუნეთ, ქართველი ადამიანი არის ბრძენი, მიუხედავად ყველაფრისა რაც მოხდა, მიუხედავად რა შეფასებებიც არ უნდა იყოს, აგერ მოვა არჩევნები და ამ არჩევნებზე ვნახავთ ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან,“ – აცხადებს გიორგი გახარია.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...