ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
2.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე და მოვუწოდებთ პარტიის...

“ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე და მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან აღნიშნული შეთანხმების წესები” – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ განცხადებას ავრცელებს “ოპოზიციის ალიანსის” ფორმატში პარტიათაშორის შეთანხმების პატივისცემასა და ვალდებულებებთან დაკავშირებით:

2026 წლის 2 მარტს, დემოკრატიულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ოპოზიციის ალიანსის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენს საერთო ხედვას, სტრატეგიასა და მიზნებს განსაზღვრავს.

შეთანხმება აგრეთვე განსაზღვრავს პარტიათა ურთიერთდამოკიდებულების და ქცევის პრინციპებს, რომელიც ხელმომწერ პარტიებს ავალდებულებს თავი შეიკავონ იმგვარი საჯარო განცხადებებისგან, რომელიც ემსახურება ალიანსის სხვა წევრი პარტიის დელეგიტიმაციას, რეჟიმთან და საქართველოს გარე მტრებთან გარიგების ბრალდებას, ერთმანეთის ცილისწამებას, ასევე ნებისმიერ თავდასხმასა და დისკრედიტაციას.

გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ: “ერთიანი ნაციონალირი მოძრაობა” მიღწეული შეთანხმების ერთგულია, რაც გამორიცხავს პარტნიორ სუბიექტებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას.

ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე და მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან აღნიშნული შეთანხმების წესები და მთელი ძალისხმევა ივანიშვილის დიქტატორული რეჟიმის დასასრულებლად “ოპოზიციის ალიანსის” გაძლიერებასაკენ მიმართონ“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ComCom-ის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული გახსნა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ, კოლეგა მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელებთან...

“წელს სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 არალეგალი მიგრანტის გაძევება” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ, ტელე "იმედის" ეთერში დებატებში, რამდენიმე...

“საერთოდ არ ვაპირებ გავყვე ქოცების დღის წესრიგს და ვამტკიცო, ვინ არა ვარ” – ნიკა...

ახალი პოლიტიკური გაერთიანების - "ოპოზიციის ალიანსის" მიმართ გაკეთებულ შეფასებებს,...

რომან გოცირიძე: “ფასებმა თებერვალში ყველაფერზე მოიმატა”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “ტრამპი მაგრად უსრულებს პუტინს…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბოლო პერიოდში მომხდარ გეოპოლიტიკურ...

“ივანიშვილი ძალიან შეშინებულია… მაქსიმალურად შეეცდება მიმიკრირებას და დროის გაყვანას, რომ გადარჩეს” – ნინო ჯანგირაშვილი

შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო...

“მგონი ჩვენს ყოვლად მაღალ ულეგიტიმურესებს ფარულად ისლამი აქვთ მიღებული და არ ტყდებიან” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს ირონიული მოსაზრებების ფონზე: "მგონი...

“თუ ქოცი არ წაშავდა, მალე ოფიციალურად ჩამოგვეფარება რკინის ფარდა” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, ევროკომისიის კონკრეტული გადაწყვეტილებების...

“27 ათასიან გამოკითხვაში ქართველთა 60%-მა მე დამიჭირა მხარი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ ხალხის მხრიდან...