spot_img
მთავარიეს საინტერესოააჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა "ITB BERLIN"-ის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები...

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა “ITB BERLIN”-ის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის ინდუსტრიის უმსხვილეს გამოფენაში „ITB BERLIN“ მიიღო მონაწილეობა. საქმიანი ტურიზმის მასტაბურ გამოფენაზე დეპარტამენტმა რეგიონი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარადგინა. „ITB BERLIN“-ის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა, რეგიონის ცნობადობის გაზრდისა და ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის მიზნით, 50-მდე საქმიანი შეხვედრა გამართა სარეკლამო, ტურისტული კომპანიების, მსხვილი მედიაჰოლდინგების, ასოციაციებისა და ციფრული მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლებთან, მათ შორის Euronews-ის, Deutsche Welle-ს, Conde Nast Traveller-ის, National Geographic Traveller-ის, The Food and Travel-ის, The Telegraph-ის, Independent-ის, World Tourism Cities Forum-ის, Monsoon-ის, Voyage Fox-ის, Travelzoo-სა და Beyond Footrpints-ის მენეჯმენტთან.

საქართველოს სტენდთან გამოფენის ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ აჭარის და ზოგადად, საქართველოს მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულებების, პროდუქტების, სერვისებისა და გასტრონომიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. “ITB BERLIN” ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიებაა. წელს, მასში ტურისტული პროდუქტები და სერვისები 170-ზე მეტი ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი. სამი დღის განმავლობაში „ITB BERLIN”-ს 100,000-ზე მეტი ვიზიტორი დაესწრო. გამოფენას ასევე ესწრებოდა გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია.

გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83 656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 6.4%-ით აღემატება წინა წლის მონაცემებს. გერმანელი მოგზაურები საუკეთესო 15-ეულში შედიან. საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს: Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air. ფრენები კვირაში 19 სიხშირით სრულდება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო...

კოლხური ყოჩივარდა (Cyclamen colchicum)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო ინფორმაცია საქართველოს ფლორის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...