ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკაყველა უნდა წავიდეთ წინა ხაზზე, მაჟორიტარული ოლქები არის...

ყველა უნდა წავიდეთ წინა ხაზზე, მაჟორიტარული ოლქები არის ბრძოლის წინა ხაზი – ირაკლი ოქრუაშვილი

„ლეიბორისტულ პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების მორიგი შეხვედრის შემდეგ, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ერთმნიშვნელოვნად იქნება მაჟორიტარი, თუმცა სად – მოგვიანებით დაასახელებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასევე არ გამორიცხავს, რომ გორის მაჟორიტარად იყაროს კენჭი. აქვე განმარტა, რომ პარტიები არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას:

საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურ სამუშაო პროცესშია გადასული, ისევე როგორც ვიმსჯელეთ 20 ივნისის სავარაუდო აქციასთან დაკავშირებით. ვიმსჯელეთ გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებითაც, თქვენც ნახეთ ემოციური შეხვედრა იყო. დრო გვაქვს, რომ საერთო სტრატეგიაზე კიდევ უფრო კარგად ჩამოვყალიბდეთ.

დღევანდელი გადასახედიდან პარტიები დამოუკიდებლად წარდგებიან არჩევნებზე, მაგრამ ამ დამოუკიდებლობას აუცილებლად ექნება საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმების სტრატეგია.

ერთმნიშვნელოვნად ვიქნები მაჟორიტარი, ოღონდ სად, ამას ცოტა მოგვიანებით გეტყვით. დარწმუნებული არ ვარ თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ვიყო გორში.

ყველა უნდა წავიდეთ წინა ხაზზე, მაჟორიტარული ოლქები არის ბრძოლის წინა ხაზი,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დამღალა ამ ხარახურა პლატფორმებმა და სადღეგრძელოებმა, მართლა ქარაქუცა ოპოზიცია ხართ” – ელისო კილაძე

ცალკეული პოზიცია-შეფასებების გამოთქმისა და ერთგვარი კრიტიკა/ბრალდების ფორმის ურთიერთმინიშნებების გამო,...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...