spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"მიმდინარეობს უხვი ნალექის მიერ გამოწვეული ზარალის დათვლის პროცესი...

“მიმდინარეობს უხვი ნალექის მიერ გამოწვეული ზარალის დათვლის პროცესი – ეტაპობრივად ყველა დაზარალებულს მივხედავთ” – კახა კალაძე

„თბილისში მოსული უხვი ნალექის პერიოდში არ დარჩენილა არცერთი ზარი თუ შეტყობინება რეაგირების გარეშე“, – ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობა, შესაბამის სამსახურებთან ერთად, თოვლის სახით მოსულ უხვ ნალექს მომზადებული შეხვდა.

თოვლი ჩვენი ქალაქისთვის უცხო არ არის, რის გამოც ზამთრის სეზონს ყოველთვის მომზადებული ვხვდებით. ველოდით უხვ ნალექს და გვქონდა სრული მზადყოფნა. მომზადების მიუხედავად, ჩვენს მოსახლეობას არაერთი პრობლემა შეექმნა. ქალაქში დაფიქსირდა ხეებისა და ელექტროგადამცემი ბოძების წაქცევის უამრავი ფაქტი. მათ შორის, ზიანი მიადგა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის უნიკალურ ხე-მცენარეთა კოლექციას და იშვიათი მერქნიანი მცენარეების გამორჩეულ ეგზემპლარებს. ასევე, არაერთ მისამართზე ჩამოიშალა გრუნტის დამჭერი კედელი და მიწის მასა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაფიქსირდა გადაადგილების პრობლემები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს და მთავრობის წევრებს.

გზების ინტენსიურად წმენდის გარდა, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურს და მათ წარმომადგენლებს მოუწიათ, პროცესში 24-საათიანი ჩართვა, რათა არსებული გამოწვევები მაქსიმალურად სწრაფად მოგვარებულიყო. ჩვენი რაიონული გამგეობების წარმომადგენლები, კონტრაქტორი და პროვაიდერი კომპანიები, შპს „ეკოსერვის ჯგუფი“, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დღემდე აქტიურად არის ჩართული უამინდობით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრაში. თითოეულ მათგანს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. მადლობა ვიცე-მერს გიორგი ტყემალაძეს, მოადგილე ირაკლი ბენდელიანს, ვინც კურირებდა აღნიშნულ მიმართულებას, გამგებლებს, მთავრობის წევრებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა შექმნილი პრობლემების მყისიერად მოგვარებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური თანამშრომლობისთვის. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ოპერატიულად ეხმარებოდნენ მოქალაქეებს უსაფრთხოდ გადაადგილებაში და გვაწვდიდნენ ინფორმაციას ამა თუ იმ პრობლემური საგზაო მონაკვეთის შესახებ. არ დარჩენილა არცერთი ზარი თუ შეტყობინება რეაგირების გარეშე. ჩვენი ვალდებულებაა, მოქალაქეებს მაქსიმალურად დავეხმაროთ და შეძლებისდაგვარად, არ დავტოვოთ ყურადღების მიღმა მათი არცერთი გასაჭირი. მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცესი და ეტაპობრივად, ყველა დაზარალებულს მივხედავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ღიად გაცხადდა ქვეყნის კურსიც, ერის გადარჩენის გზაც და სამომავლო პერსპექტივებიც” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ქართველების წინააღმდეგ მიმდინარეობს გენოციდი. მკვლელობების ის რაოდენობა, რომელიც ხდება ნარკოტიკებთან დაკავშირებით, სხვა არაფერია” –...

ნარკომანიის პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე: "ქართველების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არის რეფერენდუმი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” პირწმინდად მარცხდება” – გოჩა მირცხულავა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“რადგან ბიძინამ დაგვტოვა მეგობრების გარეშე, ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენს მეგობრებს!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...