spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება"...

“საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება” – კახა კალაძე

მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ საომარი მოქმედებების გამო, ირანელ და ებრაელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა და სრულიად რეგიონს მშვიდობა უსურვა.

საომარი მოქმედებები რეგიონის ყველა ქვეყანას უქმნის საფრთხეს. ამდენად, რასაკვირველია, ვერ ვიქნებით გულგრილნი ამ პროცესისადმი. სამძიმარს ვუცხადებ, როგორც ირანის მოსახლეობას, ისე ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს. ვუსურვებ მათ მშვიდობას. მშვიდობა ჰქონოდეს ჩვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს, რადგან მის გარეშე შეუძლებელია განვითარება და წინსვლა. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცე დაიხურა. საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ და დღესაც იმყოფებიან დუბაიში, აბუ დაბიში.

საქართველოს მთავრობამ სპეციალური ჩარტერული რეისები დააორგანიზა. აღნიშნული თვითმფრინავები ომანიდან გამოფრინდებიან. მე გუშინაც ვისაუბრე ჩემს ვიდეო ჩართვაში და დღესაც გავიმეორებ, რომ აუცილებლად უნდა მიმართოთ საქართველოს საელჩოს და დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან. ასე იქცევა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, როდესაც საქმე ეხება საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას და სიმშვიდეს. მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობას და პრემიერ-მინისტრს აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა, მადლობა გადაუხადა ქართველ ბიზნესმენებს, რომლებმაც შეძლეს საქართველოს 122 მოქალაქის უსასყიდლოდ გამომგზავრება მასკატიდან თბილისის მიმართულებით, მათ მიერ დაქირავებული კომერციული რეისით.

ორი დღეა სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით, უამრავი სიცრუე, ცილისწამება ვრცელდება. ყველაფერს კადრულობენ. შემდეგ უკვირთ, რატომ იმყოფებიან იმ მდგომარეობაში, რაშიც არიან. აღარ გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს და მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს რეგიონს და მთელ მსოფლიოს. მადლობას გადავუხდი არაბთა გაერთიანებული საამიროების და კატარის მხარეებს ჩვენი მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის. ასევე, ყველა ჩვენს მოქალაქეს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ანა დოლიძე: “ეს კვირა უმძიმესი იყო ივანიშვილის მთავრობისთვის”

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს და...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“გვაქვს იმედი, რომ არც მომავალში მიატოვებთ ქართველ ხალხს ამ დიდ ბრძოლაში” – შალვა ნათელაშვილის...

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ღია წერილით მიმართავს უკრაინის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...