“წარაფი” – საქპატენტმა ღვინის ახალი ადგილწარმოშობის დასახელება დაარეგისტრირა

33

საქართველოში რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრს “წარაფი” დაემატა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის მიერ, შესაბისი პროცედურების დასრულების შესაბამისად, ქართული ღვინის ახალი ადგილწარმოშობის დასახელებაზე “წარაფი” ა(ა)იპ კარდენახის ღვინის სახელზე რეგისტრაციის მოწმობა გაიცა.

საქპატენტის ექსპერტიზამ დაადასტურა აღნიშნული ღვინის განსაკუთრებულობა, რომელიც განპირობებულია გეოგრაფიული არეალითა და ზონით, ყურძნის დამუშავებით, ღვინის დამზადების წესით, კავშირით ღვინის განსაკუთრებულ ხარისხს, რეპუტაციასა და გეოგრაფიულ ადგილს შორის და სხვა მახასიათებლებით.

“წარაფის“ მიკროზონა მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, მზადდება მხოლოდ წარაფის მიკროზონაში მოწეული რქაწითელის ჯიშის ყურძნიდან, რომელსაც შეიძლება დაემატოს 15%-მდე კახური მწვანის და/ან ხიხვის ჯიშის ყურძენი. დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.
აღსანიშნავია, რომ „წარაფი“ მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისაგან.

ინფორმაციას საქპატენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

საქართველოში რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებები

დეტალე

ადგილწარმოშობის დასახელება რეგისტრაციის ნომერი რეგისტრაციის თარიღი
ხვანჭკარა 1 07/14/2005
მუკუზანი 2 08/30/2005
წინანდალი 3 08/30/2005
ახაშენი 4 08/30/2005
გურჯაანი 5 08/30/2005
თუშური გუდა 14 01/24/2012
ქინძმარაული 787 03/30/2006
მანავი 788 08/21/2006
კახეთი (კახური) 789 12/10/2007
ნაფარეული 790 12/10/2007
თელიანი 791 12/10/2007
ატენი (ატენური) 792 12/10/2007
სვირი 793 12/10/2007
ვაზისუბანი 794 12/10/2007
კარდენახი 795 12/10/2007
ტიბაანი 796 12/10/2007
ტვიში 797 12/10/2007
ყვარელი 798 12/10/2007
კოტეხი 799 12/10/2007
ნაბეღლავი 822 12/13/2011
საირმე 823 12/21/2011
ბორჯომი 824 02/22/2012
მიტარბი 844 12/12/2014
უწერა 845 12/12/2014
სქური 846 12/12/2014
ბოლნისი (მინერალური წყალი) 847 12/12/2014
ზვარე 848 12/12/2014
ხაშმის საფერავი 975 06/04/2018
ბოლნისი (ღვინო) 976 03/04/2019
სალხინოს ოჯალეში 977 03/30/2020
წარაფი 978 05/11/2020

 

გეოგრაფიული აღნიშვნა რეგისტრაციის ნომერი რეგისტრაციის თარიღი
ჭაჭა 1 12/13/2011
ჩურჩხელა 2 12/13/2011
ჩოგი 3 01/24/2012
მაწონი 4 01/24/2012
ტენილი 5 01/24/2012
ქართული ყველი 6 01/24/2012
აჭარული ჩლეჩილი 7 01/24/2012
მესხური ჩეჩილი 8 01/24/2012
მეგრული სულგუნი 9 01/24/2012
სულგუნი 10 01/24/2012
სვანური სულგუნი 11 01/24/2012
კობი 12 01/24/2012
გუდა 13 01/24/2012
იმერული ყველი 15 01/24/2012
დამბალხაჭო 16 01/24/2012
მაჭახელას თაფლი 17 03/02/2016
ახალქალაქის კარტოფილი 18 03/02/2016
ტყიბულის მთის ჩაი 19 03/02/2016
ქუთაისის მწვანილი 20 04/01/2016
კომენტარები