spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიქართულ პოლიტიკურ ელიტაში უდავოდ გამოიყოფა გიორგი ვაშაძე, რომელიც...

ქართულ პოლიტიკურ ელიტაში უდავოდ გამოიყოფა გიორგი ვაშაძე, რომელიც ერთგვარად დროს უსწრებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შემოტანით, როგორც მმართველობაში, ასევე ეკონომიკაში – ხათუნა ლაგაზიძე

გლობალურ გამოწვევებთან, იმ შანსებთან დაკავშირებით, რაც მსოფლიო ეკონომიკის და მათ შორის, საქართველოს წინაშე დგას, სწორედ ისეთი პოლიტიკოსები გვჭირდება როგორიც გიორგი ვაშაძეა თავისი დინამიურობით და ინოვაციურობით,“ – აცხადებს პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე და კორონავირუსის გამო მსოფლიოში შექმნილ ახალ გამოწვევებზე საუბრობს. ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში თავისუფალი თაობის პოლიტიკოსების დრო დადგა, მსოფლიო ახალ მოთხოვნებს უყენებს პოლიტიკოსებს:

„საქართველოში თავისუფალი თაობის პოლიტიკოსების დრო დადგა. მსოფლიო ახალ მოთხოვნებს უყენებს პოლიტიკოსებს. ფაქტიურად დღეს მიდის მსოფლიოს ახალი გადანაწილება ეკონომიკებისა და სიმდიდრეების მიმართულებით და საქართველოს ექნებოდა შანსი, რომ ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც არ იქნებოდა დელეგიტიმირებული დასავლეთის თვალში. რეალური შანსი იმისა, რომ მოგებული გამოსულიყო ინვესტიციებით, ახალი ტექნოლოგიებით, ახალი საწარმოებით, მოგებული გამოსულიყო ამ ახალი მსოფლიოს გადანაწილების პირობებში. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც ისარგებლებდა მაღალი ნდობით, ინოვაციურობით და კრეატიულობით.

ამ თავსაზრისით ქართულ პოლიტიკურ ელიტაში უდავოდ გამოიყოფა გიორგი ვაშაძე, რომელიც ერთგვარად დროს უსწრებს ქართულ პოლიტიკაში სწორედ ამ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შემოტანით, როგორც მმართველობაში, ასევე ეკონომიკაში. მსგავსი პოლიტიკოსების დრო უნდა დადგეს ქართულ პოლიტიკაში, თუ გვინდა, რომ მსოფლიოს ამ ახალი გადანაწილებიდან კიდევ უფრო გაღატაკებული და მშიერ-მწყურვალი არ გამოვიდეს საქართველო.

ამ გლობალურ გამოწვევებთან, იმ შანსებთან დაკავშირებით, რაც მსოფლიო ეკონომიკის და მათ შორის, საქართველოს წინაშე დგას, სწორედ ისეთი პოლიტიკოსები გვჭირდება როგორიც გიორგი ვაშაძეა თავისი დინამიურობით და ინოვაციურობით.

რაც შეეხება ანტიკრიზისულ გეგმას, მე სხვაგანაც მითქვამს და აქაც ვამბობ, რომ ბევრი ნაწილი ამ გეგმის, მაგალითად ტურიზმთან მიმართებაში, ეფექტური იყო. იმიტომ, რომ სხვა ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნების გეგმებთან შედარებით, საქართველომ საკმაოდ კარგი პაკეტი შეიმუშავა, ისევე როგორც კარგია ეკონომიკის გახსნის ვადების დაჩქარება. სხვათა შორის, იგივე გიორგი ვაშაძე მოუწოდებდა ამას საქართველოს ხელისუფლებას.

გიორგი ვაშაძის პროგრამები იყო აგებული ძალიან მნიშვნელოვან ბალანსზე ეკონომიკის გახსნასა და კორონავირუსისაგან დაცვის, უსაფრთხოების ნორმებს შორის. მისასალმებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დააჩქარა ეკონომიკის გახსნის პროცესი მას შემდეგ, რაც ამისი აუცილებლობის წინაშე დადგა.

სხვათაშორის, პრემიერმა სახელებისა და გვარების ხსენების გარეშე თქვა, რომ ითვალისწინებს, მათ შორის, ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ საღ აზრსაც. კომპლექსურმა მიდგომამ და აუცილებლობამ დაანახა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეკონომიკის გახსნის დაჩქარება აუცილებელი იყო. სწორედ ეს ხედვა იყო გიორგი ვაშაძის პროგრამაში: შეზღუდვების სწრაფად მოხსნას, სწრაფ მონიტორინგს და ეკონომიკის სწრაფად გახსნას გულისხმობდა,“ – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“ნამდვილად, ჩვენ გვჭირდება ერთამანეთის დანახვა ხშირად” – ხატია დეკანოიძე

საზოგადოებასა და მთლიანად ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...