spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი გზავნილი არის ერთიანობა, თანხმობა, ერთად დგომა, ქვეყნის...

“ჩვენი გზავნილი არის ერთიანობა, თანხმობა, ერთად დგომა, ქვეყნის ფეხზე დაყენება, საქმის კეთება…” – გიორგი ვაშაძე

დღეს, 2 მარტს, 9 პროდასავლურმა პარტიამ “ოპოზიციური ალიანსი” დააფუძნა და გამარჯვების ერთობლივ სტრატეგიაზე და ურთიერთთანამშრომლობის წესებზე შეთანხმდა. აღბიშნულთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარში პოლიტიკური შეფასებები გააკეთა, “ოპოზიციის ალისნსი” – “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ:

ოპოზიციური ალიანსი” შედგა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი!

ჩვენი ნომერ პირველი გზავნილი მთლიანად საზოგადოებისთვის არის: დღეს ქვეყანა არის უმძიმეს ჩიხში, კრიზისში, შესაბამისად ჩვენ გვსურს თანხმობა ყველა იმ ადამიანთან, ვისაც სურს სამართლიანობა ქვეყანაში; ვისაც სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი; ვისაც სურს, რომ ამ ქვეყანაში ყველა ვიყოთ თანაბარი; ვისაც სურს, რომ საქართველო იყოს რეგიონის ლიდერი, რომ ვიყოთ ამაყი ჩვენი ქვეყნით, რომ ვიაროთ წელგამართული არამარტო ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

შესაბამისად ის, რაც გვიშლის ხელს, არ არის საზოგადოების დიდი ნაწილი, ეს არის რამდენიმე ადამიანი, რეალობას მოწყვეტილი ადამიანები, “ოცნების” წევრები, რომლებიც ტყუილით, სიძულვილის ენით და ნგრევით საზოგადოებას აპირისპირებენ ერთმანეთთან.

ჩვენი გზავნილი არის ერთიანობა, თანხმობა, ერთად დგომა, ქვეყნის ფეხზე დაყენება, საქმის კეთება… ამისთვის გვჭირდება ბევრი შრომა და ჩავთვალოთ, რომ დღევანდელი დღე არის პირველი სტრატეგიული ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ ყველა გავერთიანდეთ…“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქოცები ქართველებს ეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“ქართველები მიდიან, უცხოელები მოდიან, ქვეყნის მოსახლეობა იზრდება” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“არ ვიცი რა აბრაკადაბრას აკეთებს ივანიშვილი, მაგრამ კაი ცხოვრებისგან რომ არ აკეთებს, ფაქტია” –...

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალურ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდში მიმდინარე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“რუსთაველზე მდგომი ხალხი არიან თანამედროვეობის გმირები!” – მარიკა არევაძე

საპროტესტო მოძრაობის მნიშვნელობის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებებისთვის”...