spot_img
მთავარიდებატები"ბრიტანული სანქციები რომ დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული, ამას...

“ბრიტანული სანქციები რომ დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული, ამას უტყუარად მოწმობს ადგილობრივი უცხოური აგენტების ერთიანი „მესიჯბოქსი“ და მრავალრიცხოვანი განცხადებები” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის სანქციების მიზეზი ქართულ ტელევიზიებში დებატების განახლების გადაწყვეტილებაა:

დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გამოაქვეყნა განცხადება სატელევიზიო სივრცეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური დებატების გახსნის შესახებ.

განვმარტეთ, რომ ჯანსაღი დებატები იყო უპირობოდ აუცილებელი ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად და სიძულვილის დასამარცხებლად.

განცხადების გამოქვეყნებისას, გავიხსენეთ რამდენიმე წლის წინანდელი ფაქტი, როდესაც უცხოურმა აგენტურამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური დებატების სივრცე სრულიად შეგნებულად დაკეტა, რათა საზოგადოების გახლეჩისა და სიძულვილის გამძაფრებისთვის შეეწყო ხელი. ამისათვის მათ მთავარ ინსტრუმენტად ნიკა გვარამია გამოიყენეს, რომელმაც პირდაპირ ეთერში უბინძურესი ფორმით ადამიანების გინებითა და შეურაცხყოფით, ჯანსაღი დისკუსია შეუძლებელი გახადა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ტელევიზიებში დებატების განახლებიდან ერთი თვეც არ არის გასული, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ დისკუსიის გახსნის შესახებ ჩვენი ინიციატივა აუცილებელი იყო და მან მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მიაღწია. ეს წარმატება ჩვენი გადმოსახედიდან სხვადასხვა ფორმით არის გამოხატული:

– პირველი – გაჩნდა შესაძლებლობა, საზოგადოებამ მოისმინოს ჯანსაღი საგნობრივი პოლემიკა მისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც მანამდე მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში, აზრთა შეპირისპირების გარეშე იღებდა არასრულ ინფორმაციას;

– მეორე – გაჩნდა სივრცე, სადაც აზრთა შეპირისპირება არა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გახლეჩვისკენ, არამედ საერთო მიზნის გარშემო მათი გაერთიანებისკენ არის მიმართული;

– მესამე – მართალია, სუბიექტური ვართ, მაგრამ, ვფიქრობთ, მაინც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღემდე გამართულმა დებატებმა მკაფიოდ წარმოაჩინა მმართველი გუნდის აშკარა უპირატესობა ოპონენტების მიმართ როგორც კომპეტენციის, ისე კეთილსინდისიერების თვალსაზრისით.

ბუნებრივია, ამ შედეგით შეშფოთდნენ ადგილობრივი უცხოური აგენტურა და მათი უცხოელი პატრონები. მათ შფოთვას ისიც ადასტურებს, რომ რადიკალების უდიდესი უმრავლესობა დებატებს ისტერიულად არიდებს თავს. ამ ფონზე, რა გასაკვირია, რომ ისინი კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ იმ პროცესის ხელოვნურად შეჩერებას, რომელმაც, საბოლოოდ, საზოგადოება მეტ კონსოლიდაციამდე და უკეთეს ინფორმირებამდე უნდა მიიყვანოს.

ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი ქართული მაუწყებლის წინააღმდეგ ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ. ბრიტანული სანქციები რომ დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული, ამას უტყუარად მოწმობს ადგილობრივი უცხოური აგენტების ერთიანი „მესიჯბოქსი“ და მრავალრიცხოვანი განცხადებები, რომლითაც ისინი სანქციებს დებატებიდან თავის არიდების საფუძვლად აცხადებდნენ.

გამოდის, რომ 2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, მედიის თავისუფლების ხელმყოფისა და დებატების ჩამშლელის როლი არა ნიკა გვარამიამ, არამედ უშუალოდ ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც, თავისი არსითა და შინაარსით, ნიკა გვარამიას, ანუ მორალისა და ფასეულობებისგან სრულიად დაცლილი ერთი რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული.

თუმცა, 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს. შესაბამისად, საზოგადოებას მომავალშიც ექნება სრული შესაძლებლობა, მოისმინოს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხის შესახებ და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ქვეყნის ბედთან დაკავშირებით“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ციხეში მყოფი პოლიტიკოსი მე არაფერს მმატებს, მხოლოდ მანგრევს და კიდევ უფრო მეტად მაბეჩავებს!” –...

ოპოზიციონერი ლიდერი პოლიტიკოსების მიმართ დაჩქარებულმა სასამართლო პროცესებმა და მოსალოდნელმა...

“ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია‼️ გარეთ სანქცია‼️ ალტერნატივა‼️” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“მჯერა საქართველოს მომავლის და მისი ახალგაზრდობის კეთილი, დიდი, ლამაზი შარავანდედით შემოსილი წარმატებული სამშობლოს განთიადის”...

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“თითქმის ყველა, ვისაც ახლა ეროვნულ პოლიტიკურ სცენაზე ვხედავთ, ან გაქრება, ან პოლიტიკურ პერიფერიად იქცევა....

ფილოლოგი, პოლიტიკოსი ვასილ ბარნოვი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან...