spot_img
მთავარიანალიტიკა"ინსტიტუციური ცვლილებების ფონზე, ეს ანგარიში მოწმობს, რომ ჩვენი...

“ინსტიტუციური ცვლილებების ფონზე, ეს ანგარიში მოწმობს, რომ ჩვენი მიღწევები არ ქრება – ისინი ხდება სახელმწიფო სისტემის განუყოფელი ნაწილი” – რაჟდენ კუპრაშვილი

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი ერთგვარ საანგარიშო მიმართვას ავრცელებს:

ძვირფასო კოლეგებო,
საქართველოსთვის, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დგას, კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლა არა მხოლოდ შიდა რეფორმაა, არამედ საგარეო პოლიტიკური იმპერატივი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდგომი წევრობა პირდაპირ უკავშირდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემურ გაძლიერებას.

სწორედ ამ კონტექსტში 2022 წლის 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში, რის საფუძველზეც დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო. ეს იყო პასუხი ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად ასახელებდა ანტიკორუფციული ინსტიტუტის შექმნას. იმავდროულად, ბიურო არ იყო უბრალოდ ახალი უწყება – ეს გახლდათ კონცეპტუალური პასუხი უმნიშვნელოვანეს გამოწვევაზე – საქართველო გახდეს სანიმუშო ქვეყანა კორუფციასთან სისტემური ბრძოლის კუთხით.

ბიუროს დაარსებით განისაზღვრა საქართველოს ანტიკორუფციულ პოლიტიკაში ახალი პერიოდის დასაწყისი – ფრაგმენტული ზომებიდან სისტემურ, დამოუკიდებელ და მულტისექტორულ მიდგომაზე გადასვლის ეტაპი. ბიუროს ისტორიული მისია განისაზღვრა, როგორც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა ყველა შესაძლო საშუალებით. მთავარი ფოკუსი გაკეთდა პრევენციის მიმართულებით, რადგან კორუფცია, როგორც სისტემური პრობლემა, საუკეთესოდ დაძლევადია არა მხოლოდ სასჯელით, არამედ გამჭვირვალობის, პასუხისმგებლობის და საზოგადოებრივი კონტროლის კულტურის ჩამოყალიბებით. სწორედ პრევენცია, გამჭვირვალობის, განათლებისა და ინსტიტუციური რეფორმის გზით – ქმნის გრძელვადიან იმუნიტეტს კორუფციის მიმართ.

ბიუროს თავდაპირველი დებულების მიხედვით მისი მიზნები მოიცავდა:

• ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, მონიტორინგსა და განახლებას;
• საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებასა და პრევენციას;
• თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მიღებას, შენახვასა და საჯაროობას;
• პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს;
• მამხილებელთა დაცვასა და მხარდაჭერას;
• საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას;
• საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას კორუფციის საფრთხეებზე.
ბიუროს ინსტიტუციური მშენებლობა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა:
• 2023 წელი – სტრუქტურის ჩამოყალიბება, პერსონალის დაკომპლექტება, პროცედურების შემუშავება;
• 2024 წელი – ეროვნული სტრატეგიის განახლების დაწყება, მონიტორინგის მექანიზმების შექმნა;
• 2025 წელი – საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, დეკლარირების მოდერნიზაცია, ფინანსური მონიტორინგის გაძლიერება და საგანმანათლებლო პროექტების გაფართოება.

მთელი ეს პერიოდი იყო გამოწვევებით სავსე – ახალი ინსტიტუტისთვის საჭირო იყო არა მხოლოდ ადამიანური თუ ტექნიკური რესურსები, არამედ საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება. მით უმეტეს, რომ ბიუროს საქმიანობის დასაწყისი საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ფუნდამენტურად გარდამტეხ პერიოდს დაემთხვა, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვანი პოლარიზაციისა და გარე ძალების მიერ სოციალური განწყობების შექმნის აქტიური მცდელობების ფონზე მიმდინარეობდა.

ჩვენმა გუნდმა კორუფციასთან სისტემური ბრძოლის გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა – გავაძლიერეთ ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია, გავხადეთ პოლიტიკური ფინანსები უფრო გამჭვირვალე, შევქმენით სისტემა, რომელმაც ათასობით თანამდებობის პირის ქონება გახადა ხილული, გავაძლიერეთ მამხილებელთა დაცვის მექანიზმი, განვაახლეთ ეროვნული სტრატეგია და საქართველოს საზოგადოებას ვაჩვენეთ – კორუფცია არ არის დაუძლეველი.

ახლა, ინსტიტუციური ცვლილებების ფონზე, ეს ანგარიში მოწმობს, რომ ჩვენი მიღწევები არ ქრება – ისინი ხდება სახელმწიფო სისტემის განუყოფელი ნაწილი“, – რაჟდენ კუპრაშვილი.

ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს

2025 წლის საქმიანობის ანგარიში იხილეთ ბმულზე: https://acb.gov.ge/files/ACBFINALREPORT2026%20pdf.pdf

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ღიად გაცხადდა ქვეყნის კურსიც, ერის გადარჩენის გზაც და სამომავლო პერსპექტივებიც” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მე არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება საქართველოს დეტოქსიკაციისთვის, მაგრამ ამათი მოშორების შემდეგ, სასწრაფოდ დასაწყებია”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებზე...

“ეს არის დიდი ერთიანობის დღე და ამ ერთიანობას აუცილებლად ყველანი ერთად აღვნიშნავთ” – გიორგი...

,,ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არის რეფერენდუმი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” პირწმინდად მარცხდება” – გოჩა მირცხულავა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“რადგან ბიძინამ დაგვტოვა მეგობრების გარეშე, ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენს მეგობრებს!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...