spot_img
მთავარიამინდის პროგნოზიკახა კალაძე: "დღეს ღამით დედაქალაქში უხვი ნალექია მოსალოდნელი,...

კახა კალაძე: “დღეს ღამით დედაქალაქში უხვი ნალექია მოსალოდნელი, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მზადყოფნაშია”

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელთან გიორგი პაპავასთან ერთად, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამინდის გაუარესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, თბილისი მოსალოდნელ თოვას მომზადებული დახვდება.

დღეს ღამე უხვი ნალექია დედაქალაქსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე გამოცხადებული. მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური მზადყოფნაშია, შესაბამისი ტექნიკით ყველა საჭირო სამუშაო ჩატარდება გზების გასაწმენდად. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის მადლობას გადავუხდი. წინა დიდთოვლობის დროს მათთან კარგი თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა. ოპერატიულად ვიღებდით მონაცემებს, საპატრულო პოლიცია საგზაო უსაფრთხოების განხორციელებაში გვეხმარებოდა. აუცილებლობის შემთხვევაში, არსებობს ცხელი ხაზი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა არ შეიქმნას საავტომობილო გზებზე გადაადგილების პრობლემა.

თქვენი დავალების შესაბამისად, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური 24-საათიან რეჟიმზეა გადასული, ასევე, ყველა რაიონული გამგეობა. მაქსიმალური მობილიზება გვაქვს ყველა მიმართულებით და სადაც პირობითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე შეფერხება ექნება, ოპერატიულ რეჟიმში მოვაგვარებთ. გარდა ამისა, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ყველა შესაბამის სამსახურთან, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რათა ოპერატიულ რეჟიმში მივიღოთ ინფორმაცია, თუ სად იქნება შეფერხება და პრობლემები. ნებისმიერი სახის გამოწვევას შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მივხედავთ და ვეცდებით, რომ პრობლემა არსად გვქონდეს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, გიორგი პაპავას განმარტებით, სპეცტექნიკა მზადაა, ტექნიკური მარილი კი სრულად საკმარისია იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტი ნალექს გაუმკლავდეს.

ტექნიკურად სრული მზადყოფნაა და მობილიზაციაა ყველგან, სადაც მარილმყრელი ბაზებია განთავსებული. ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასული. მძიმე ტექნიკა და ტექნიკური მარილი სრულად საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერი სახის ნალექს გავუმკლავდეთ. გარდა ამისა, 200 ერთეული თანამშრომელია ჩართული, რომ მთელი თბილისის მასშტაბით, მათ შორის შემოერთებულ ტერიტორიებზე, თუ სადმე ნალექი იქნება, გზები მოიყინა ან რაიმე სხვა სახის პრობლემა შეიქმნა, ოპერატიულად განვახორციელოთ შემოვლა მსუბუქი ავტომანქანებით“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ” –...

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო...

“სანამ “ოცნება” შოუს დგამს ფასების კომისიის სახით, ცხოვრება უფრო და უფრო რთული ხდება ჩვენი...

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე მაღალ ფასებთან დაკავშირებით აკეთებს...

“იქნებ 26 მაისის საპროტესტო აქციაზე კატეგორიულად გამოიკვეთოს მოთხოვნები” – ბეჟან ჯავახია

26 მაისისთვის "ოპოზიციის ალიანსის" მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...