აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ზურაბ ბატიაშვილი მიანიშნებს, რომ 2021 წელს ჯერ კიდევ არ არსებობდა საბჭოთა კავშირი, შესაბანმისად ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა (რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურმა რესპუბლიკამ):
“25 თებერვალი არა საბჭოთა, არამედ რუსული ოკუპაციის დღეა.
1921 წელს საბჭოთა კავშირი არც არსებობდა“, – აღნიშნავს ზურაბ ბარიაშვილი.
ინფორმაციისთვის: საბჭოთა კავშირი (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი – სსრკ) 1922 წლის 30 დეკემბერს შეიქმნა და თავდაპირველად საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში 4 რესპუბლიკა შევიდა: რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია და ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო). შემდეგ, წლების განმავლობაში, საბჭოთა რეჟიმი გავრცელდა რუსეთის იმპერიის სხვა ტერიტორიებზეც და 40-იან წლებში უკვე 15 რესპუბლიკას შეადგენდა. საბჭოთა კავშირი 1991 წელს დაიშალა.

