spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე: "ჩვენთვის მნიშვნელოვანია,...

კახა კალაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე: “ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იგივე დამოკიდებულება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისადმი, რაც ევროპაშია”

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილება, „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის შესახებ“, დაარეგულირებს იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებდა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელებისთვის კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობის აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებისადმი იყოს ისეთივე დამოკიდებულება, რაც ევროპულ ქვეყნებშია.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილების მიღება. თუნდაც ავიღოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც მიდიან სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში, არ არსებობს შანსი, რომ ბინადრობის მოწმობის გარეშე ევროპის რომელიმე სახელმწიფოში მუშაობის დაწყება შეძლონ.

რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ იგივე დამოკიდებულება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისადმი. ვფიქრობ, ის წუხილი, რომელიც ჰქონდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, აღნიშნული განკარგულებით დარეგულირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – მიხეილ სააკაშვილი

26 მაისის აქციას პოზიტიურ შეფასებას აძლევს და საერთო წინააღმდეგობის...

“გადავრჩეთ და გადავარჩინოთ თუ ვდეგრადირდეთ და ქოცობაში ჩავკლათ მომავალი?!” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე კონკრეტულ მძიმე რეალობაზე მიანიშნებს: "არადა როგორი...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქალებო, მნიშვნელოვანი დღეა და ამ დღეს ჩვენც ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ” – მარიკა არევაძე

ქალთა მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს 18:00 საათზე იკრიბება რუსთაველის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...