spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უნდა მოხდეს სოციალურად დაუცველთა ბაზის გადახედვა" - კახა...

“უნდა მოხდეს სოციალურად დაუცველთა ბაზის გადახედვა” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადება, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანია და ის მიესალმება აღნიშნულ რეფორმას.

კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ სოციალური დახმარების დანიშვნა ან მოხსნა არ უკავშირდება პარტიულ კუთვნილებას, როგორც ზოგიერთი ცდილობს ამის წარმოჩენას.

ყოველთვის სპეკულაციები და სიცრუე მოდის, როდესაც საქმე ეხება კონკრეტული მიმართულების გაჯანსაღებას, რეფორმის განხორციელებას. იგივე იყო ფასებთან დაკავშირებით.

ნებისმიერი მიმართულება ავიღოთ, სადაც ხელისუფლება ამბობს, რომ საჭიროა გარკვეული ცვლილება და რეფორმა, საპასუხოდ ვისმენთ სიცრუეს.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველთა საკითხს, ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმის განხორციელება, მე ამას მივესალმები. ბევრჯერ მითქვამს მთავრობის სხდომაზეც, შეგიძლიათ ჩემი მიმართვები ამოიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ ოჯახები და ადამიანები, ვისაც ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. ვიდრე არსებობენ ასეთი ოჯახები, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს, გვერდით დაუდგეს, დაეხმაროს, ეს იქნება სხვადასხვა პროგრამის სახით ჯანდაცვის თუ სოციალური მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდიდან მოყოლებული აღნიშნული ბაზა არ განახლებულა:
განცხადება, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან მოვისმინეთ, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ იმ ოჯახებსა და ადამიანებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირთ და ჩვენი დახმარება სჭირდებათ.

მე მახსოვს, პანდემიის პერიოდში დახმარებების თვალსაზრისით როდესაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს იყო სწორი, მაგრამ დღეს განსხვავებული მოცემულობაა, შესაბამისად, უნდა მოხდეს სოციალურად დაუცველთა ბაზის გადახედვა. იმ რთულ პერიოდში ბევრი ისეთი ადამიანი მოხვდა სიებში, ვისაც სახელმწიფო ეხმარებოდა. როგორც ვიცი, ამის შემდეგ აღნიშნული ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ ის, რაზეც მინისტრმა ისაუბრა, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერი სოციალური დახმარების დანიშვნა-მოხსნის საკითხის პარტიულ კუთვნილებასთან დაკავშირებას სიცრუესა და ტყუილა უწოდებს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სრული სამართლებრივი ნიჰილიზმი სუფევს ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილში, რომელიც მოიცავს საზოგადოებისთვის ცნობად ადამიანებს…” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კონკრეტული შეფასებებით ეხმაურება საზოგადოებისთვის ცნობადი ადამიანების,...

“ის არ მეყოფოდა, მე რომ მაჯარიმებენ და მიჭერენ და ახლა სხვებს ჩემ გამო რომ...

როგორც გაირკვა, სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას შეურაცხყოფისთვის, შსს ახალი...

“პირდაპირი მნიშვნელობით ბიძინას გალიაში ბულბულები სხედან, ყვავები კაბინეტებში ჰყავს გამომწყვდეული😊” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილი რეალობის ირონიული ინტერპრეტაცია, წარსულის ანალოგებზე, ანალიტიკოს ლელა...

“საპატრიარქოს დუმილი ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მძიმე მორალური გზავნილი იქნება” – რომან გოცირიძე

რუსეთის მხრიდან კიევის პეჩორის ლავრის დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

“როდესაც ახლანდელი ქოცები ემზადებოდნენ ხელისუფლებაში მოსავლელად და ბიძინა გაიხადეს ბელადად” – ბეჟან ჯავახია

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...