spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ანდრო ციხეში როცა შევიდა, უკვე იყო ნამდვილი ვარსკვლავი,...

“ანდრო ციხეში როცა შევიდა, უკვე იყო ნამდვილი ვარსკვლავი, მაგრამ როცა ციხიდან გამოვა, იქნება ძალიან დიდი კაცი, ასე ინება განგებამ” – ბექა ყორშია

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნას ემოციური შეფასებებით ეხმაურება ჟურნალისტი ბექა ყორშია:

ახლა ვნახე კადრი, როგორ ხსნიან ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერს ვიღაც პატარა კაცუნები, რომ იქ რაღაც ღონისძიების აფიშა გააკრან.

ვინც ამ ამბავში ხართ გარეული, მინდა გითხრათ, რომ სათითაოდ და ერთად, ათი ცხოვრება რომ იცხოვროთ, ანდრო ჭიჭინაძემ რაც 28 წლის ასაკში შეძლო, მაგის 0.1%-ს ვერ შეძლებთ. იმ სიყვარულის, პატივისცემისა და დაფასების 0.1%-ს ვერ დაიმსახურებთ.

ანდრო ციხეში როცა შევიდა, უკვე იყო ნამდვილი ვარსკვლავი, მაგრამ როცა ციხიდან გამოვა, იქნება ძალიან დიდი კაცი, ასე ინება განგებამ. თქვენ კი ყველას შეგრცხვებათ მისთვის თვალებში ჩახედვის, რადგან სრულიად უდანაშაულო ბიჭი, რომელიც თავისი ნიჭითა და გაქანებით ახლა მსოფლიო სცენებს უნდა იპყრობდეს და საქართველოს ასახელებდეს, ოთხ კედელში გამოამწყვდიეთ.

ანდრო ჭიჭინაძეს გაუმარჯოს!” – წერს ბექა ყორშია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როცა სისტემა თავად ქმნის მონსტრებს, ცხადია, ჯანსაღი ვერაფერი აღმოცენდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე საქართველოში...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

“მე მაგარი გადარჩენილი ვარ. წილოსანმა ჯერ კიდევ მაშინ დამბლოკა, როცა ეს კანონები არ არსებობდა”...

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატი შოთა თუთბერიძე 4000 ლარით დააჯარიმა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

“რაში სჭირდება მმართველ პარტიას ამდენი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი?” – გოჩა მირცხულავას განმარტება-ვარაუდები

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, ამ ბოლო პერიოდში გახშირებულ დაპატიმრებებთან დაკავშირებით,...

“ქოცებო, ძალიან გთხოვთ, კაცობაზე, ქართველობაზე, ტრადიციებზე და ოჯახის სიწმინდეზე ნუ გველაპარაკებით…” – ნინო ლომჯარია

ელენე ხოშტარიასთან ხოშტარიასთან დაკავშირებული ფაქტების გამო ემოციურ პოსტს ავრცელებს,...