spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როდესაც ქართულ ტრადიციებზე, იდენტობასა და კულტურაზე ვსაუბრობთ, უნდა...

“როდესაც ქართულ ტრადიციებზე, იდენტობასა და კულტურაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მათზე უმთავრესი გავლენა ქრისტიანულმა რელიგიამ იქონია – საბედნიეროდ, დღეს ქართველი ერი ისევ მტკიცედ დგას და აგრძელებს იმ გრძელ გზას, რომელიც სათავეს 17 საუკუნის წინ იღებს” – მიხეილ ყაველაშვილი

როდესაც ქართულ ტრადიციებზე, იდენტობასა და კულტურაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მათზე უმთავრესი გავლენა ქრისტიანულმა რელიგიამ იქონია. ჩვენი ერის უმდიდრეს, 3000 წლოვან ისტორიაში ქრისტიანობის მიღება გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა, რამაც წარსული 17 საუკუნე, ჩვენი აწმყო და მომავალი განსაზღვრა!“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ქრისტიანულმა რელიგიამ იქონია უმთავრესი გავლენა ქართველების ცივილიზაციურ არჩევანზე და მათში ზნეობრივი, შემწყნარებლური თუ კეთილშობილური პრინციპების დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

ჩვენი ხალხი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ქრისტეს მოძღვრებას გაუღო გული და უნიკალურ, უძველეს და უწყვეტ ქრისტიანულ ცივილიზაციას ჩაუყარა საფუძველი. დროთა განმავლობაში, ქრისტიანობა და ქართველობა ერთმანეთისგან განუყოფელ ცნებებად იქცა, ამიტომ, ჩვენი წინაპრებისთვის სამშობლოზე ზრუნვა სარწმუნოებაზე ზრუნვას, ქვეყნისთვის ბრძოლა კი უფლისთვის ბრძოლას გულისხმობდა. სწორედ ქრისტიანულმა რელიგიამ იქონია უმთავრესი გავლენა ქართველების ცივილიზაციურ არჩევანზე და ჩვენში ზნეობრივი, შემწყნარებლური თუ კეთილშობილური პრინციპების დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

როგორც მოგეხსენებათ, წელს ჩვენ ავღნიშნავთ 1700 წელს ჩვენი ერის გაქრისტიანების. ეს უდიდესი ისტორიაა, რომელიც შეგვახსენებს, რომ სწორედ აქ, საქართველოში ჩამოყალიბებულმა ქრისტიანულმა ცივილიზაციამ უამრავ დამპყრობელს გაუძლო. ჩვენს ხალხს კი ყოველი მომდევნო განსაცდელის გადალახვის შემდეგ რწმენა უფრო და უფრო უმყარდებოდა.

საბედნიეროდ, დღეს ქართველი ერი ისევ მტკიცედ დგას და აგრძელებს იმ გრძელ გზას, რომელიც სათავეს 17 საუკუნის წინ იღებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მედიასთან ურთიერთობის განყოფილება ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ამირან გამყრელიძე: “სოლიდარობა, მხნეობა გოგის და მის ოჯახს”

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილისთვის სასამართლოს მიერ პატიმრობის...

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“საპატრიარქოს დუმილი ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მძიმე მორალური გზავნილი იქნება” – რომან გოცირიძე

რუსეთის მხრიდან კიევის პეჩორის ლავრის დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც ახლანდელი ქოცები ემზადებოდნენ ხელისუფლებაში მოსავლელად და ბიძინა გაიხადეს ბელადად” – ბეჟან ჯავახია

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...