ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს წინააღმდეგ დიდი ღალატი მზადდება!" - ბონდო მძინარაშვილი

“საქართველოს წინააღმდეგ დიდი ღალატი მზადდება!” – ბონდო მძინარაშვილი

ანდრიუს კუბილიუსის წერილს ეხმიანება ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი და აღნიშნავს, რომ ეს არის შეთქმულება არა მხოლოდ საქართველოს ევროპული არჩევანის, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ! ასევე აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ დიდი ღალატი მზადდება და ქართველებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ:

ანდრიუს კუბილიუსმა, რომელსაც ბოკერვილები ჭკვიან პოლიტიკოსად წარმოგვიდგენენ, საქართველოში ევროკავშირი დამარხა:

კუბილიუსის უგუნური განცხადების შემდეგ მთელი ქვეყანა ლაპარაკობს, რომ ევროკავშირი 48 მილიონის ქურდ უგულავას განთავისუფლების სანაცვლოდ 500 მილიონს იხდის!

ეს არის საქართველოს ევროპული გზის დისკრედიტაცია!

ეს არის საქართველოს ევროპული არჩევანის დისკრედიტაცია!

და თან ისეთი დისკრედიტაცია, ხალხს დიდი ხნის განმავლობაში რომ არ დაავიწყდება!

იქნებ, ნაცების და ბოკერვილების მიზანიც სწორედ ეს იყო?!

აკი, წლების მანძილზე ერთგულად ემსახურებიან პატრონს, რომლის მიზნების მისაღწევად 2006 წელს საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელეს, კანონი მიიღეს და პრეზიდენტის ბრძანებულება გამოსცეს: კოდორის ხეობა ზემო აფხაზეთად გამოაცხადეს და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები აღადგინეს – ახალგორის რაიონი მთლიანად და გორის, ქარელის და კასპის რაიონების სოფლები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას მიაკუთვნეს, 2008 წლის აგვისტოში კი სოხუმს და ცხინვალს დამოუკიდებლობის აღიარება აზეიმეს!

აი, ეს ადამიანები არიან, დასავლურობით რომ კეკლუცობენ და რეალურად საქართველოს დაქუცმაცება აქვთ მიზნად!

წლეულს დიდი შეთქმულების დასკვნითი ეტაპის მომსწრენი გავხდებით!

ეს არის შეთქმულება არა მხოლოდ საქართველოს ევროპული არჩევანის, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ!

და ამ შეთქმულებაში მონაწილეთა წრე იმდენად ფართოა, რომ საქართველოს მოსახლეობა დიდ სიფრთხილეს თუ არ გამოიჩენს, თავზე დაგვემხობა საქართველოს სახელმწიფო და ამ სამი ათეული წლის განმავლობაში გაღებული მსხვერპლიც უშედეგო იქნება!

საქართველოს წინააღმდეგ დიდი ღალატი მზადდება!

ფრთხილად!“ – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არც ახალია და არც გასაკვირი, გოგა ხაინდრავას მიმართ უბინძურესი თავდასხმების კასკადი” – ვატო შაქარიშვილი

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში...

“ყველა რომ საკუთარ ამბიციებს და ეგოებს ზომავთ ამ ქვეყანაში, ეგებ ჯერ სახელმწიფოს ამბიცია განგვესაზღვრა!”...

ე.წ. ტექნიკური მთავრობის იდეის განსახილველად წამოწევას ეხმაურება ანალიტიკოსი ლელა...

“ამ სისასტიკისგან განადგურებული მე, იმ დღეს, სანამ საპატიმროს დავტოვებდი, მტვერს მოვხვეტდი და მტვერსაც წამოვიღებდი...

სამოქალაქო აქტივისტი, "სამოქალაქო ინიციატივის" და "ცოდნის კაფეს" თანადამფუძნებელი, ქეთი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...