ნინო ჯანგირაშვილის ალეგორიული მინიშნებებით საუბრობს მმართველი პარტიის მდგომარეობაზე და დებატებში ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მონაწილეობის სურვილს ნეგატიური შეფასებას აძლევს:
“რეჟიმი მიქრის აწყვეტილი თავისი ჟანგიანი რეპრესიული მანქანით. მუხრუჭებმა გაუსხა, ზეთი გაუთავდა, წყალი აუდუღდა, ბორბლები გაუცვდა, საჭე ძლივს ემორჩილება, მაგრამ მიქრის ბოლო სიჩქარით.
ვისაც გიხარიათ, პოლარიზაციით დაიღალა, ახლა ტემპერატურის დაწევა უნდა და დებატებში უნდა დავუჯდეთო, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაფრის აზრზე არ ხართ.
ნუ ეხმარებით ტემპერატურის დაწევაში. მიუშვით, გადადუღდნენ, იქროლონ აწყვეტილებმა. რომელიმე მოსახვევში აილეწებიან“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

