spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიComCom-ის თავმჯდომარემ ITU-ს ევროპის ოფისის დირექტორთან შეხვედრა გამართა

ComCom-ის თავმჯდომარემ ITU-ს ევროპის ოფისის დირექტორთან შეხვედრა გამართა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ევროპის ოფისის დირექტორთან, იაროსლავ პონდერთან და ITU-ს მარეგულირებელი საკითხებისა და ბაზრის გარემოს განყოფილების უფროსთან, აჰმედ ალრაგჰთან შეხვედრა გამართეს, რომელიც მხარეებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხილვას ისახავდა მიზნად. შეხვედრის ფარგლებში, გოგა გულორდავამ ყურადღება ComCom-სა და ITU-ს შორის საუკეთესო პრაქტიკისა და მიდგომების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

საქართველოს ტელეკომ სექტორის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდროდ გაგრძელდეს, განსაკუთრებით ისეთ საკვანძო თემებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ფართოზოლოვანი ციფრული რუქის განვითარება; ციფრული უთანასწორობის დაძლევა და ციფრული უნარების განვითარება, ასევე, ახალი ტექნოლოგიების მარეგულირებელი ჩარჩოების შემუშავება, სპექტრის ეფექტური მართვა და სხვა“, – აღნიშნა გოგა გულორდავამ.

იაროსლავ პონდერი ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის ევროპის ოფისის ხელმძღვანელია. წლების განმავლობაში მას ITU-ში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა: გენერალურ სამდივნოში, ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროსა და რეგიონულ ოფისებში, სადაც მუშაობდა ინფორმაციული საზოგადოების განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობის მიმართულებით ეროვნულ, რეგიონულ, საერთაშორისო და გაეროს დონეებზე. მისი დაფუძნებულია ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა ყოველწლიური WSIS ფორუმი და სხვა ინიციატივები. ამჟამინდელ თანამდებობაზე იაროსლავ პონდერმა შექმნა რამდენიმე საკოორდინაციო მექანიზმი, რომლებიც გაეროს ეროვნულ და რეგიონულ დონეზე ციფრული ტრანსფორმაციის წინსვლის მიმართულებით სააგენტოებთან მუშაობაში უწყობს ხელს.

11 თებერვალს, თბილისში, კომუნიკაციების კომისია ITU-ს ციფრული რეგულირების ქსელის მმართველი საბჭოს შეხვედრას უმასპინძლებს. ღონისძიება მიზნად ისახავს კავშირის დაგეგმვის, მარეგულირებელი რეფორმისა და საინვესტიციო ანალიზის მიმართულებით სტრატეგიული ინსტრუმენტების გაძლიერებასა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას.

შეგახსენებთ, რომ ITU წარმოადგენს გაერთიანებული ერების სპეციალიზირებულ სააგენტოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მიმართულებით, რომლის მიზანიც საკომუნიკაციო ქსელებში საერთაშორისო კავშირის ხელშეწყობაა. ორგანიზაცია 1865 წელს შეიქმნა და 1947 წელს გახდა გაერთიანებული ერების სპეციალური სააგენტო, ხოლო დღეს-დღეობით 193 ქვეყანასა და 900 კომპანიას, უნივერსიტეტს, ასევე, საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებს აერთიანებს. თავდაპირველად ITU-ს საქმიანობა მხოლოდ ტელეგრაფს მოიცავდა, ამჟამად კი იგი მთლიანად ICT სექტორს ფარავს. საქართველო ITU-ში 1992 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლობით გაწევრიანდა. კომისია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, როგორც მარეგულირებელი ორგანო, შექმნის დღიდან აქტიურად თანამშრომლობს ITU-სთან.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

“მხოლოდ მივესალმები ე.წ. “რიყის დოქების” დემონტაჟს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის პოზიცია-განმარტებები ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟთან დაკავშირებით: "მხოლოდ...

“ჩემი ანა და მართა მიწას მივაბარეთ…” – ირმა ამბარდნიშვილი

გორში მომხდარ ტრაგიკულად დასრულებულ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც დედა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ორშაბათს სააპელაციო სასამართლომ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას: არსებობს ამ ქვეყანაში ელემენტარული სამართალი” – ნინი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...